ბედნიერებისთვის აუცილებელი 4 ნაბიჯი

ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევა

გამარჯობა, ❤️‍🔥 

დღევანდელ მეილში საინტერესო თემა მაქვს: რა არის საჭირო ადამიანური ბედნიერებისთვის?

ამ შეკითხვაზე პასუხს გავცემთ მსოფლიოში ჩატარებული ყველაზე დიდი და ავტორიტეტული სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით.

სანამ საქმეზე გადავალთ, მანამდე შეგახსენებ, რომ თუ გინდა ჩემგან აღარ მოგივიდეს მეილები, უმარტივესად შეგიძლია ამის გაკეთება. ამას დააჭირე:

რა არის საჭირო ბედნიერებისთვის?

ბედნიერების შესახებ ყველაზე დიდი კვლევა ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარდა.

კვლევა 75 წელი გაგრძელდა. მისი ამოცანა იყო გამოერკვია, თუ რა არის ადამიანისთვის ბედნიერების უმთავრესი წყარო.  

კვლევის ობიექტი იყო ათასობით ადამიანი ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან.

მკვლევარები ამ ხალხის ცხოვრებას დეტალურად ადევნებდნენ თვალს და 75 წლის თავზე დაადგინეს რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც ბედნიერი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს.

და მაინც რა აბედნიერებს ადამიანს?

წარმატებული კარიერა? დიდი ხელფასი? კარგი გარეგნობა?

არც ერთი არ არის სწორი პასუხი.

პასუხი გაცილებით მარტივია, რომელსაც მოკლედ მოგიყვები.

ამ კვლევის ხელმძღვანელი გახლავს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ უოლდინგერი.

მისი არაერთი ინტერვიუ მომისმენია (ინტერვიუს ლინკები ქვემოთ იქნება), სადაც კვლევის შედეგების შესახებ საუბრობს.

გამოვყოფდი 4 ძირითად თემას.

  1. ადამიანური ურთიერთობებისგან კმაყოფილება პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან.

ერთერთ ინტერვიუში უოლდინგერმა თქვა:

,,კვლევამ პირდაპირ აჩვენა ის ფაქტი, რომ ბედნიერებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანურ კავშირებს. თუ რამდენად ხარისხიანი ურთიერთობები გაქვს 50 წლის ასაკში, პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა გექნება 80 წლისას’’

  1. მარტოობა კლავს.

კვლევამ აღმოაჩინა, რომ ხარისხიანი სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა გაცილებით უფრო მავნეა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თამბაქოს და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება.

  1. ყურადღება დაუთმე ,,სოციალურ ფიტნესს’’

ხარისხიანი ურთიერთობების ასაშენებლად, უოლდინგერი გვირჩევს დავკავდეთ ე.წ. ,,სოციალური ფიტნესით’’.

მისი აზრით, თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის დავდივართ სპორტ დარბაზში, ასეთივე დაწესებულება უნდა მოვაწყოთ ჩვენს გონებაშიც.

,,სოციალური ფიტნესის’’ იდეა გულისხმობს ყოველდღიურად პატარ-პატარა პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას. მაგალითად:

  • თუ ვიღაცისთვის სასიამოვნო კომპლიმენტის თქმა გინდა, ნუ დააყოვნებ და უთხარი

  • შენს მეორე ნახევარს ხშირად უთხარი თუ რა თვისებებს აფასებს მასში

  • უანგაროდ დაეხმარე ვისაც ეს ჭირდება, თუნდაც უმცირესით

  • დაურეკე დიდი ხნის უნახავ მეგობარს

  •  სახლში მოაწყვე წვეულება

ეს პატარ-პატარა პოზიტივები, თოვლის გუნდასავით იკვრება და ნელნელა იზრდება

  1. ყურადღება მიაქციე შენი ენერგიის დონე

დაუკვირდი, როდესაც რაიმე აქტივობით ხარ დაკავებული, მისი დასრულების შემდეგ თავს უკეთესად გრძნობ თუ უარესად.

ენერგიით ხარ ავსებული თუ პირიქით, დაცარიელებული?

დააიდენტიფიცირე მსგავსი აქტივობები და მაქსიმალურად მოერიდე ენერგიის მჭამელ აქტივობებს.

თითქოს ძალიან ბანალური რჩევაა, არადა მაგრად დამაფიქრა.

აღმოვაჩინე, რომ ჩემს ცხოვრებაში მაქვს რაღაც აქტივობები, რომლებიც სასიცოცხლო ენერგიებს მართმევენ, მაგრამ რატომღაც მაინც არ/ვერ ვეშვები…

დაფიქრდი შენც. 🙂 

ეს თემა უფრო ღრმად თუ გაინტერესებს, შეგიძლია პროფესორ რობერტ უოლდინგერის რამდენიმე საინტერესო ვიდეოს უყურო (სამწუხაროდ, მხოლოდ ინგლისურად):

დღეისათვის სულ ეს იყო.

აბა, კარგ სამუშაო კვირას გისურვებ.

პატივისცემით,

ომარ ნოე წერეთელი

როგორ მოგეწონა დღევანდელი მეილი?

გთხოვ, გამომეხმაურო და მომწერო ციფრი. 💙 

💌 5 - მომეწონა.

😒 3 - ისე რა.

💢 1 - არ მომეწონა.

Reply

or to participate.