1. საკუთარი თავი გამოიძიე - ბასილი დიდი

  1. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში -  (ფილიპელთა მიამრთ, 4.13)

  1. თუკი ღმერთი ჩვენსკენ არის, მაშ, ვინღა გამოვა ჩვენ წინააღმდეგ -  (რომაელთა მიმართ, 8.13)

  1. ნუ დაკარგავ დროს პეპლების დევნაში. გააშენე ბაღი და პეპლები თავად მოვლენ - მარიო კინტანა 

  1. ადამიანს რაც აღონებს არის არა თავად განსაცდელი, არამედ მისი დამოკიდებულება ამ განსაცდელის მიმართ - ეპიქტეტე

  1. როცა საუბრობ, იმეორებ იგივეს, რაც იცი, როცა უსმენ, შეიძლება ისეთი რამ გაიგო, რაც არ იცი - დალაი ლამა

  1. დაე, შენი საქმეები იყოს ისეთი, როგორადაც გენდომებოდა, მათი გახსენება წლების გადმოსახედიდან - მარკუს ავრელიუსი

  1. ბრძენს იმას ვუწოდებ, ვისაც არ ჰყავს ბატონი, უპირველეს ყოვლისა კი მას, ვისზეც სიამოვნება არ მბრძანებლობს - სენეკა

  1. ნეო, ადრე თუ გვინდა ჩემსავით შენც მიხვდები, რომ არსებობს განსხვავება გზის ცოდნასა და ამ გზის გავლას შორის - მორფეუსი ფილმი ,,მატრიცა’’

  1. ყველაფერი, რაც შენ გარშემოა, უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც შენშია - რალფ უოლდო ემერსონი

  1. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ შეუძლია, და ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ არ შეუძლია, ორივე მართალია - კონფუცი

  1. უფალო, არ ვითხოვ სასწაულებსა და მირაჟებს, არამედ ვითხოვ ძალას ყოველი დღისთვის. მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

  1. უპირველეს ყოვლისა თავმდაბლობის საძირკველი გააკეთეთ, რაც უფრო მაღალი ნაგებობის აშენებას გადაწყვეტთ, მით უფრო ღრმა საძირკველი გათხარეთ - ნეტარი ავგუსტინე

  1. გადარჩენას ახერხებს არა ყველაზე ძლიერი ან ყველაზე გონიერი სახეობა, არამედ ის, რომელიც ყველაზე უკეთ რეაგირებს ცვლილებებზე - ჩარლზ დარვინი 

  1. თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის - (მათეს სახარება, 17.20)

  1. რა საჭიროა თავის მტვრევა, როდესაც ისედაც კარგად იცი, რისი ქმნა გმართებს. ისწრაფე წინ და ნუღარასოდეს შემოიქცევი უკან. ხოლო თუ წინ სიარული არ შეგიძლია, შესდექ რათა რჩევა სთხოვო კაცთაგან უკეთესთ - მარკუს ავრელიუსი

  1. როცა მგონია, არაფერი გამოვა, მივდივარ და ვუყურებ ქვისმთლელს, რომელიც ქვას ჩაქუჩს ურტყამს, შესაძლოა ასჯერაც, ისე, რომ ბზარიც კი არ ჩანს. აი, ასმეერთე დარტყმაზე კი ქვა ორად გადაიხსნება და ვიცი, რომ ეს არა ამ უკანასკნელი, არამედ ყველა იმ დარტყმის მოქმედების შედეგია, რომელიც მას წინ უსწრებდა - იაკობ რიისი

  1. ისე ნუკი ცხოვრობ, თითქოს ათი ათასი წლის სიცოცხლე გედოს კიდევ წინ. უკვე ახლოა აღსასრული. სანამ პირში სული გიდგას, ეცადე, როგორც შეგიძლია, კეთილი გახდე და უკეთესი -  მარკუს ავრელიუსი

  1. სანამ აქეთ-იქით დავეხეტებით და ბობოქარი ბრბოს მრავალხმიანი ხმაური მიგვითითებს მიმართულებას, ჩვენი ხანმოკლე ცხოვრება ცდომილებებს მოხმარდება… სწორედ ამიტომაა აუცილებელი იმის ზუსტი განსაზღვრა, თუ საით უნდა წავიდეთ და რომელი გზით აღმოვჩნდეთ იქ - სენეკა

  1. ჩვენი უმეტესობა წარუმატებელი ცხოვრებით ცხოვრობს, რადგან ,,სათანადო’’ დროს ველით. დროს, როცა რამე ღირებულს გავაკეთებთ. ნუ დაელოდებით! ,,საჭირო დრო’’ არასდროს დადგება. დაიწყეთ იქიდან, სადაც ხართ და იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც ხელთ გაქვთ. უკეთეს ინსტრუმენტებს საქმიანობის პროცესში იშოვით - ნაპოლეონ ჰილი

  1. იქნებ ხართ ან არც ხართ უიღბლო. შეიძლება ხელმოცარული იყოთ, მაგრამ არ არის აუცილებელი მთელი დარჩენილი ცხოვრება ასე გალიოთ. შესაძლოა, ცუდი ჩვევა გქონდეთ, ან იქნებ საერთოდ მავნე ჩვევების კოლექციონერი ხართ. გარემოებები მუდმივად იცვლება. თქვენც შეგიძლიათ შეიცვალოთ! სისუსტის გამოჩენა და მარცხი ადვილია. ტვირთის მხრებიდან ჩამოხსნა, არაფერზე ფიქრი, არაფრის კეთება და არაფერზე დარდიც ადვილია. დღეს გასაკეთებელი საქმის სახვალიოდ გადადებაც ადვილია. უახლოესი დღეებისა და წლების დღევანდელ სიამოვნებაში გაცვლაც ადვილია. ადამიანი თავად ამბობს უარს წინსვლაზე, რადგან ეს რთულია - ჯორდან პეტერსონი.

Reply

Avatar

or to participate

Keep Reading