გსურს უშრეტი მოტივაცია?

რჩევა ფსიქოლოგისგან

დღევანდელი მეილი 3 ნაწილისგან შედგება.

პირველი - 11 უცხოური პოდკასტი, რომლებმაც ჩემი ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა.

მეორე - მოტივაციისა და თვითმოტივაციის შესახებ ფსიქოლოგ მაია ხოსიტაშვილის 2 საათიან ვიდეოს ვუყურე, იმისთვის, რომ შენ აღარ მოგიწიოს მისი ნახვა.

რამდენიმე მთავარ საკითხს გიზიარებ:

  • რა განსხვავებაა მოტივირებულ და თვითმოტივირებულ ადამიანს შორის? მოტივირებულ ადამიანში მოტივაციის წყარო არის გარე სამყარო. თვითმოტივირებულ ადამიანში კი მოტივაცია მოდის შიგნიდან. ასეთ დროს მოტივაცია არის უფრო სტაბილური, მდგრადი და შენს კონტროლს ექვემდებარება;

  • მოტივაცია არის რესურსი, რომელიც იხარჯება და მას ჭირდება აღდგენა;

  • პირველი ნაბიჯის გადადგმა ხშირად რთულია. სწორედ აქ შემოდის თვითმოტივაციის ცნება, რომელიც არის ძლიერი მექანიზმი ჩვენი განზრახვა გადათარგმნოს კონკრეტულ ქცევაში;

  • ყველაზე კარგად თვითმოტივაციის მექანიზმს გამოხატავს არქიმედეს კანონი: ,,მომეცი საყრდენი წერტილი და დედამიწას დავძრავ’’. როდესაც ეს საყრდენი წერტილი ადამიანის შიგნით მდებარეობს, მაშინ მოტივაციის პოვნა ადვილია;

  • აღზრდის პროცესში ძირითადად ჩვენ გვასწავლიდნენ მოტივაციას შემდეგნაირად - კარგი საქციელისთვის მშობლები გვაჯილდოებდნენ. ანუ მოტივაცია მოდიოდა გარედან. პიროვნულ განვითარებასთან ერთად, გარე მოტივაციის წყარო პროცენტულად უნდა შემცირდეს და ნელ-ნელა წინ უნდა წამოიწიოს შიდა მოტივაციის წყარომ;

  • თვითმოტივაცია არის უნარი საკუთარი თავისთვის მოქმედების აუცილებლობის შთაგონების. ანუ როგორ დავარწმუნოთ საკუთარი თავი იმაში, რომ რაღაც გასაკეთებელია. ფაქტობრივად ეს არის საკუთარ თავთან დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;

  • საკუთარ თავთან კომუნიკაციის ასპექტში შემოდის შინაგანი დიალოგის მნიშვნელობა. ანუ ფიქრები. უმეტესი ნაწილი იმისა, თუ როგორ გრძნობთ თავს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფიქრები გაქვთ და რას ეუბნებით საკუთარ თავს;

  • შინაგან დიალოგი საკუთარ თავთან უნდა იყოს მართალი და გულწრფელი, თუმცა შესაბამისი სწორი ფორმით შერჩეული;

  • გასათვალისიწინებელია ის, რომ ყველაზე მეტი სიყვარულის გამოხატვა მაშინ ჭირდება საკუთარ თავს, როცა ყველაზე მეტად გვიჭირს. როცა ყველაფერი კარგადაა, მაგ დროს ისედაც ყველაფერი გასაგებია;

  • 1 წუთში ვერბალურად ვამბობთ 190 სიტყვას, ფიქრების დონეზე კი - 500 სიტყვას. აქედან გამომდინარე, ნეგატიური აზრებით ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეგვიძლია საკუთარი თავისთვის;

  • ზემოთაღწერილი პროცესის შენელების ერთერთი კარგი გზა არის წერა. ფურცელზე გადმოიტანო ის, რასაც ფიქრობ;

  • ე.წ. სასწორის ტექნიკა. როდესაც შინაგანი დიალოგი საკუთარ თავზე ცუდ რაღაცას გეუბნება, იქვე გაიხსენე ერთი კარგი რამეც;

  • თვითმოტივირებულ ადამიანსა და დემოტივირებულ ადამიანს შორის განსხვავება არის შიდა დიალოგი. თვითმოტივირებული ადამიანის შიდა დიალოგი სწორად არის აწყობილი;

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის ტექნიკა - ,,ძალიან მინდა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა, მაგრამ რთულია ამის გაკეთება’’. როდესაც სიტყვა ,,მაგრამ’’ გამოიყენეთ, მანამდე არსებული წინადადებას ხაზი გადაუსვით და შეგრჩათ წინადადება - ,,ძალიან მინდა საზღვარგარეთ წასვლა და რთულია ამის გაკეთება’’. ტვინს საქმე გაურთულეთ;

  • ფრთხილად იყავით ფიქრებთან და აზრებთან. ჩვენი ტვინი ყველაზე მაგარი შემსრულებელია დედამიწის ზურგზე;

  • ფსიქოლოგიაში სიზარმაცე არ არსებობს. სიზარმაცე ნიშნავს ინტერესის ნაკლებობას. როდესაც ტვინში ირთვება სიზარმაცის მექანიზმი, ჩვენი სამუშაო მდგომარეობს იმაში, რომ გასაკეთებელი საქმე გავხადოთ მაქსიმალურად საინტერესო.

მესამე - შენზე მაქსიმალურად მორგებული თემები მინდა მოგაწოდო. შესაბამისად, შენგან მესაჭიროება ინფორმაცია.

მომწერე:

  • პიროვნული განვითარების გზაზე ყველაზე მეტად რა თემები გაინტერესებს?

  • რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც პიროვნული ზრდის გზაზე აწყდები?

  • რის შესახებ ისურვებდი უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას?

 ველოდები შენს გამოხმაურებას. აბა დროებით. ❤️‍🔥 

ომარ ნოე წერეთელი

Reply

or to participate.