არც ისეთი რთულია როგორც ერთი შეხედვით ჩანს

პატარა ნაბიჯების ძალა, უილ სმითი, მუჰამედ ალი

გამარჯობა,

დღევანდელ მენიუშია:

  •  პატარა ნაბიჯების ძალა

  • მოსაზრებები პოზიტიურ ვიზუალიზაციაზე

  •  ნაწყვეტი ინტერვიუდან: კონორ მაკგრეგორი

შეგიძლია აუდიო ვერსიას აქ მოუსმინო.

ცნობისთვის, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, ,,წარმატების ბიბლიოთეკის’’ წიგნებზე 20 %-იანი ფასდაკლებაა. აქცია 31 მარტის ჩათვლითაა.

პატარა ნაბიჯების ძალა

2002 წელს ჩარლი როუზს გადაცემაში სტუმრად უილ სმიტი ჰყავდა.

ინტერვიუსას უილმა ბავშვობის ისტორია გაიხსენა.

მამამ მას და მის პატარა ძმას, თავიანთი მაღაზიის გვერდით, აგურის კედლების ამოშენება დაავალა.

რა თქმა უნდა, დავალება რთული აღმოჩნდა ბავშვებისთვის:

,,მახსოვს ვიდექი და ვუყურებდი სივრცეს, ვფიქრობდი, აქ კედელი არასოდეს იქნება’’ - იხსენებს უილ სმითი.

თუმცა, წელიწად-ნახევრიანი შრომის შემდეგ, მათ კედლები ამოიყვანეს.

ამ მოგონებასთან დაკავშირებით სმიტმა შემდეგი რაღაც თქვა:

,,თავდაპირველად კედლის აშენებას არც უნდა შეეცადო... არ უნდა თქვა, რომ მე ავაშენებ ყველაზე დიდ და შთამბეჭდავ კედელს, რომელიც ოდესმე აუშენებიათ. შენ თავს ეუბნები - ეხლა მე ამ ერთ აგურს დავდებ სწორად და მაქსიმალურად იდეალურად... და ამას აკეთებ ყოველ დღე, სანამ კედელს არ მიიღებ’’.

ძლიერი ცხოვრებისეული გაკვეთილია:

დიადი და გრანდიოზული მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ყოველთვის გვაქვს უიმედობის განცდა.

როგორც უილ სმიტს ჰქონდა საქმის დასაწყისში:

,,მახსოვს ვიდექი და ვუყურებდი სივრცეს, ვფიქრობდი, აქ კედელი არასოდეს იქნება.’’

ჩვენც ზუსტად ამგვარად ვფიქრობთ - ,,რთულია’’, ,,შეუძლებელია’’, ,,აზრი არ აქვს’’, ,,ჩემზე უკეთესებიც არიან’’.

თუმცა, ერთი საიდუმლო მინდა გაგიმხილო:

საკმარისია დაიწყო მოქმედება, საკმარისია დაიწყო ერთი აგურის დადებაც, რომ გზა თავად გამოჩნდება ხოლმე.

ჩემს ცხოვრებაში ეს წესი მოქმედებს შეუცვლელად. თითქოს ბუნების კანონი იყოს.

საბოლოოდ, ამ ნაწილს ერთი საოცარი წიგნიდან ნაწყვეტით დავამთავრებ:

,,ბიჭი და ცხენი ტყეში არიან.

,,წინ გზა აღარ ჩანს’’ - ამბობს აღელვებული ბიჭი

,,შემდეგი ნაბიჯი რაც უნდა გადადგა, ეგ ჩანს? - ეკითხება ცხენი

,,კი’’ - პასუხობს ბიჭი.

,,ჰოდა, გადადგი’’ - ეუბნები ცხენი’’.

 მოსაზრებები პოზიტიურ ვიზუალიზაციაზე

  1. მუჰამედ ალი:

,,რწმენის შესაქმნელად საკუთარ თავზე გადაჭარბებული ეპითეტი მტკიცებით ფორმით უნდა იმეოროთ და როცა რწმენა დარწმუნებად იქცევა, ყველაფერი შესაძლებელი გახდება.’’

  1. დანიელ კაჰნემანი:

,,მესიჯი ასოციაციურ სისტემაზე ზემოქმედებს, მიუხედავად იმისა, მართალია თუ არა ის. მთავარია, მყისიერად ტყუილად არ იქნას აღქმული და უარყოფილი თქვენი გონების მიერ. სიმართლე ნაკლებმნიშვნელოვანია’’

 ნაწყვეტი ინტერვიუდან: კონორ მაკგრეგორი

ჟურნალისტი: ,,როგორ ხარ ესეთი დიდებული მებრძოლი?’’

მაკგრეგორი: ,,უბრალოდ, მაინტერესებს ეს ყველაფერი. ცნობისმოყვარეობა არ მასვენებს. ჩემს თავშია 24/7-ზე. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ბრძოლას უკავშირდება. სხვა არაფერს ვაკეთებ, თუ ბრძოლას არ უკავშირდება’’.

ჟურნალისტი: ,,ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ტოქსიკურია?’’

მაკგრეგორი: ჩემთვის ტოქსიკური არაჯანსაღი ცხოვრებაა. ყოველდღე ერთი და იგივე დროს გაღვიძება, ერთფეროვანი დღე, მოსაწყენი 9-5 სამსახური. ეს არის ტოქსიკური. მე არ ვმუშაობ. მე მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ.’’

დღეისათვის სულ ეს იყო.

აბა ნაყოფიერ სამუშაო კვირას გისურვებ!

საუკეთესო სურვილებით,

ომარ ნოე წერეთელი

P.S. წინა მეილი თუ გამოგრჩა, შეგიძლია აქ წაიკითხო: შიშს დიდი თვალები აქვს.

P.S.2. პოდკასტის 10 ეპიზოდი, რომელმაც ჩემში ტრანსფორმაცია მოახდინა.

Reply

or to participate.