გამარჯობა,
პოდკასტის ეპიზოდს გიზიარებ:
რეკლამა:
თუ საკუთარი სახლი და ეზო გაქვს, მეტალის ასაწყობი ფარდული/საკუჭნაო შეიძლება გამოგადგეს. მე პირადად ვიყენებ და ძალიან პრაქტიკულია.
თუ ჩემი სახელით მიხვალ, -10% ფასდაკლება გექნება.
მოუსმინეთ:
რა ვისწავლე დორიან იეტსის ბიოგრაფიიდან - From the Shadow. ავტორი - Kaspa Hazlewood.
დორიან იეტსი 6-გზის მისტერ ოლიმპიაა - ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი ფიგურა ბოდიბილდინგის ისტორიაში.
თუმცა, მისი გზა ზედაპირული წარმატების ისტორია არ არის.
ეს არის ისტორია უკიდურესი დისციპლინის, იზოლაციის და იმ ფასის შესახებ, რომელსაც წარმატება ითხოვს.
იეტსი არ ეძებდა ბალანსს. ის ეძებდა მაქსიმუმს.
ამისთვის კი მზად იყო, დროებით გაეწირა ყველაფერი - კომფორტი, ურთიერთობები და ზოგჯერ საკუთარი ფსიქიკური სიმშვიდეც კი.
პოდკასტის ამ ეპიზოდში გაიგებთ:
რატომ მუშაობდა სრულ იზოლაციაში და რატომ იყო ეს მისი უპირატესობა
რას ნიშნავს რეალურად ინტენსიურობა და რატომაა საშუალოობა ცუდი
რა ფსიქოლოგიური ფასი აქვს ექსტრემალურ წარმატებას
ეს არ არის მოტივაციური ისტორია. ეს არის რეალობა, რომელიც ბევრს არ უნდა რომ დაინახოს.
ისიამოვნეთ!
მოუსმინეთ: Youtube-სა და Spotify-ზე.
აბა შეხვედრამდე,
ომარ ნოე წერეთელი
ველოდები შენს კომენტარს იუთუბზე.
