იღბლის შესახებ

გამარჯობა, ❤️‍🔥 

4 სახის იღბალი

ეს პატარა სტატია ინტერნეტში შემხვდა. დამაინტერესა. გადმოვთარგმნე და გიზიარებთ.

1978 წელს ნევროპათალოგმა დევიდ ოსტინმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით - Chase, Chance, & Creativity: The Lucky Art of Novelty.

წიგნში ავტორი საუბრობს იღბლის შესახებ და ამბობს, რომ 4 სახის იღბალი არსებობს:

  •  ბრმა იღბალი

  • მოქმედების შედეგად გამოწვეული იღბალი

  •  ინფორმირებულობის შედეგად გამოწვეული იღბალი

  •  განსაკუთრებულობიდან გამოწვეული იღბალი

I. ბრმა იღბალი:

ამ ტიპის იღბალზე ადამიანს არანაირი ზეგავლენა არ აქვს.

ადამიანის კონტროლის მიღმაა. მაგალითად:

  • ქვეყანა, სადაც დაიბადე

  • ვინ არიან შენი მშობლები

  • გენეტიკა

I ტიპის იღბალი სრულიად შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. მაგალითად: ლატარიაში მოიგე დიდი თანხა

II. მოქმედების შედეგად გამოწვეული იღბალი:

ამ ტიპის იღბალი ადამიანის ყოველდღიური მოქმედებების ნაყოფია.

შრომობ და წინ მიიწევ. შედეგად - ბედი გიღიმის.

მაგალითად: დაიწყე ახალი სამსახური და ნებისმიერ შესაძლებლობებს სიამოვნებით თანხმდები. მუხლჩაუხრელად შრომობ, შენს სფეროში ვითარდები, შეხვედრიდან შეხვედრაზე დადიხარ, ახალ ნაცნობებს იძენ. ერთ დღესაც შენი ვრცელი სანაცნობო წრიდან ორ ადამიანს ახვედრებ ერთმანეთს, რომლებიც ერთად ბიზნესს დაიწყებენ. მადლიერების ნიშნად კი, მცირე წილს მოგცემენ. ეს არის ,,მოქმედების შედეგად გამოწვეული იღბალი’’.

III. ინფორმირებულობის შედეგად გამოწვეული იღბალი:

III ტიპის იღბალი გამომდინარეობს ადამიანის ღრმა ცოდნისგან, რომელიც კონკრეტულ სფეროს უკავშირდება.

დარგის ექსპერტია. ანუ კარგად გრძნობს თუ სად შეიძლება მოიგოს და სად წააგოს.

როგორც ნავალ რავიკანტმა თქვა: ,,ადამიანი დროთა განმავლობაში აუმჯობესებს იღბლის იდენტიფიცირების უნარს’’.

IV. განსაკუთრებულობიდან გამომდინარე იღბალი:

ამ ტიპის იღბლის კარგი მაგალითი შეიძლება იყოს კრიპტოვალუტა:

10 წლის წინ განსაკუთრებულად იყავი დაინტერესებული ბიტკოინით. ზუსტად ვერ იტყოდი, მაგრამ რატომღაც გჯეროდა მისი.

შესაბამისად, დროთა განმავლობაში ბევრი ბიტკოინი დააგროვე, შეინახე და უკვე 10 წლის თავზე მულტიმილიონერი გახდი.

როგორც წესი I, II და III ტიპის იღბალი ეტაპოვრივად მოდის ხოლმე.

· I ტიპის იღბალი ადრეულ წლებში იჩენს ხოლმე თავს

· II ტიპის იღბალი 20-30 წლის ასაკში

· III ტიპის იღბალი კი 30+ წლებში

რაც შეეხება IV ტიპის იღბალს - ცოტა უცნაური რამეა და ასაკზე არ არის დამოკიდებული.

შენ რას ფიქრობ ამ თემაზე? გამიზიარე შენი აზრი.

ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებს

სამყარო გკითხავს თუ ვინ ხარ და თუკი არ იცი, მაშინ ის თავად გაგცემს პასუხს

კარლ იუნგი

დამაფიქრა ამ ფრაზამ - ,,სამყარო გკითხავს თუ ვინ ხარ და თუკი არ იცი, მაშინ ის თავად გაგცემს პასუხს’’.

ეს ბოლო ნაწილი ყველაზე არასასურველი მდგომარეობაა.

ადამიანს, რომელსაც აკლია თვითგამორკვევა, არ იცის ვინ არის, რა უნდა, საით მიდის, ყოველთვის საზოგადოება და სხვა ადამიანები ,,უჩენენ’’ ადგილს.

თუკი ჩვენი იდენტობა და ფასეულობები მტკიცედ არ გვაქვს განსაზღვრული, ამას ყოველთვის საზოგადოება გააკეთებს ჩვენს ნაცვლად.

ეს საინტერესოა

აბა სასიამოვნო კვირას გისურვებ!

ომარ ნოე წერეთელი

P.S. გულითადი სალამი ახალ გამომწერებს! კეთილი იყოს თქვენი შემომატება. ვინც არ იცით, შეგიძლიათ ამ მეილზე ჩვეულებრივად პასუხი დამიბრუნოთ. თუკი რაიმე შეკითხვა გაქვთ ან უბრალოდ გინდათ აზრი გამიზიაროთ, მოიწერეთ! არ მოგერიდოთ!

Reply

or to participate.