დაამხეცე საჯარო გამოსვლები

მე-3 ხრიკი ყველაზე კარგია

გამარჯობა,

სამწუხაროდ წინა კვირას მეილი ვერ გამოგიგზავნე. იშვიათად, თუმცა მაინც ხდება მსგავსი შემთხვევა.

ეს გამოცემა შარშან 25 ივნისს დავაფუძნე (მალე დაბადების დღე მოდის 😅 ).

25 ივნისს გავუშვი პირველი მეილი.

მას მერე, ყოველ კვირა დღეს, საღამოს 7 საათზე ვგზავნი ხოლმე.

ჯამში 2 ,,გაცდენა’’ მაქვს. შევეცდები ეს ციფრი აღარ შეიცვალოს…

გადავიდეთ დღევანდელ თემაზე.

3 ხრიკი საჯარო გამოსვლის დასამხეცებლად

თუ გიწევს საჯარო გამოსვლები, პრეზენტაციების წარდგენა, აუდიტორიასთან კომუნიკაცია, გეტყვი 3 მარტივ გზას, რომლის მიხედვითაც შემდეგ საჯარო გამოსვლას უმარტივესად გააუმჯობესებ:

1.  როდესაც პრეზენტაციას ააწყობ და გგონია მზად არის, ადექი და სლაიდების მინიმუმ 10% წაშალე. გარანტიას გაძლევ, გექნება ისეთი სლაიდები, რომლებიც არაფრისმთქმელია და პრეზენტაციას ამძიმებს

2.  თითო სლაიდზე დაიტანე თითო მთავარი იდეა. ხშირად ხდება, როდესაც ერთ სლაიდზე რამდენიმე მთავარი სათქმელი არის გამოტანილი. გამოცდილებიდან გეუბნები, აუდიტორიისთვის აღსაქმელად, გაცილებით ადვილია ერთი სლაიდი ერთ კონკრეტულ სათქმელს აჟღერებდეს

3. შენი შემდეგი საჯარო გამოსვლა ჩაიწერე. ვინმეს მიეცი ტელეფონი ვიდეოს გადასაღებად.

შემდეგ უყურე ჩანაწერს.

პირობას გაძლევ ძალიან ბევრ, ვიმეორებ - ძალიან ბევრ დეტალს აღმოაჩენ, რომლებიც არ მოგწონს და შეგიძლია გააუმჯობესო.

 ჩემს მაგალითს გეტყვი:

როდესაც პირველად ჩემი ჩანაწერი ვნახე შემრცხვა. ისეთი ,,ჩავარდნები’’ მქონდა, რომელსაც ვერც ვაცნობიერებდი.

აღმოვაჩინე, რომ შუალედებში, აზრების ფორმირებისას, ბევრს ,,ვზმუივარ’’.

აქამდე, საერთოდ არ მქონდა ეს შემჩნეული. არადა, მარტივი გამოსასწორებელია.

თუმცა ვერ გამოასწორებ, თუკი არ იცი რა გაქვს გამოსასწორებელი.

ამიტომაც, საკუთარი გამოსვლის ყურება და გაანალიზება, ძალიან ეფექტური ხრიკია, რომელსაც შეუძლია შენი შემდეგი წარდგენა სულ სხვა დონეზე აიყვანოს.

ჩემი ვიდეოები, რომლებიც შეიძლება გამოგრჩა

გრძელი ვიდეოები:

მოკლე ვიდეოები:

კვირის ფრაზა

,,თავმდაბლობა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ,,სისულელის მწვერვალზე’’ ჩარჩენისგან გვიცავს. ,,ამპარტავნობა არის უმეცრებას დამატებული თავდაჯერებულობა, - გვიხნის ბლოგერი ტიმ ურბანი, - თავმდაბლობა ღრუბელივით იწოვს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, გარდაქმნის მას ცოდნად და სიბრძნედ, ამპარტავნობა რეზინის ფარია, რომელიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას ისხლეტს’’’’

ადამ გრანტი

აბა, წინ სასიამოვნო კვირას გისურვებ!

საუკეთესო სურვილებით,

ომარ ნოე წერეთელი

P.S. მოგეწონა დღევანდელი გამოცემა? ყველაზე მეტად რომელი ნაწილი? თუ დრო გექნა, გამოუშვი პასუხი.

Reply

or to participate.