- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- შენც გიფიქრია ამ საკითხზე?
შენც გიფიქრია ამ საკითხზე?
რას გვასწავლიან მოხუცები...
გამარჯობა, ❤️🔥
პირველ რიგში, ახალ გამომწერებს მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი შემომატება ჩვენს გაერთიანებაში.
გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე.
ვიდეოების სერია, რომელმაც დამაფიქრა
ტვიტერზე (ამჟამინდელ X-ზე) შთამაგონებელი ვიდეოების კომპილაციას გადავაწყდი, სადაც ხანდაზმული ხალხი იყო გამოკითხული.
სხვადასხვა სახის შეკითხვები იყო.
თუმცა, უმეტესი მათგანი ცხოვრებას შეეხებოდა.
რა რჩევას მისცემდნენ საკუთარ თავს ახალგაზრდა ასაკში? რა იყო მათი ყველაზე დიდი იმედგაცრუება?
დამაფიქრდა ამ ვიდეოებმა.
ხანდაზმულები ჩვენთვის უძვირფასესი ხალხია, რომლებსაც აქვთ დიდი განძი - ცხოვრებისეული გამოცდილება.
მოხუცებთან ურთიერთობა ნამდვილი საჩუქარია.
ღირებული გაკვეთილების სწავლა შეიძლება მათგან.
დარწმუნებული ვარ მსგავსი ვიდეო შენც შეგხვედრია ინტერნეტში.
ამ ვიდეოებიდან მე ერთი მაგარი კანონზომიერება დავიჭირე, რომელიც მინდა გავაზიარო:
თუ ხანდაზმულ ადამიანს შეეკითხები, თუ რას ნანობს ყველაზე მეტად ცხოვრებაში, არც ერთი მათგანი, ვიმეორებ, არც ერთი მათგანი არ გეტყვის ნეტავ უფრო მეტი მემუშავაო.
ან ნეტავ უფრო მეტი ფული გამეკეთებინაო.
მოკლედ რომ ვთქვა:
მოხუცები არიან ჩვენი სარკე და მომავალში გადებული ხიდები.
მათი გამოცდილების გააზრებით, მომავალში მოგზაურობა შეგვიძლია.
შეგვიძლია ამჟამინდელ მეს მომავლიდან დანამდვილებით ვუთხრათ შემდეგი:
,,პატივცემულო მევ, ზუსტად გეუბნები, 80 წლის როცა გახდები და უკან მოიხედავ, შენი სადარდებელი, შენი სანანებელი არ იქნება ის ფაქტი, რატომ მეტი არ იმუშავე, რატომ მეტი ფული არ გააკეთე. უფრო მეტსაც გეტყვი, ზუსტად შემიძლია გითხრა რაზეც იდარდებ. იდარდებ შემდეგ რაღაცებზე:
რატომ არ ვიღებდი სიამოვნებას ყოველი ბოძებული დღისგან
რატომ შევალია წლები იმ პროფესიას, რომელიც მეზიზღებოდა
რატომ ვაქცევდი ზედმეტ ყურადღებას ხალხის აზრს
·რატომ მეტი დრო არ დავუთმე ჩემს საყვარელ ხალხს
რატომ მეტი დრო არ დავუთმე ჩემს ოჯახს
რატომ არ დავკავდი საყვარელი საქმით
რატომ არ გავხდი ის, ვინც მინდოდა
რატომ არ გავწიე უფრო მეტი რისკი
რატომ არ ვიყავი აწმყოში
ამ ვიდეოებში ეს ხალხი ზუსტად ამას ნანობენ.
ან საერთოდ რათ გინდა ვიდეოები?
კითხე ბებიას, ბაბუას, მოხუც მეზობელს. უეჭველი ამას გეტყვის სინანულით აღვსილი თვალებით.
ეს გააზრება ძალიან დიდი შთაგონების წყარო იყო ჩემთვის.
იმედი მაქვს, შენც დაგაფიქრებს.
სხვა საინტერესო რაღაცები
დღეისათვის სულ ეს იყო.
აბა შეხვედრამდე,
ომარ ნოე წერეთელი
P.S. ერთი ასეთი თხოვნა მაქვს - თუ ფიქრობ, რომ ეს ნიუსლეთერი ვინმე შენს მეგობარს/ნაცნობს მოეწონება და გამოადგება, გთხოვ, გაუზიარო და მოიწვიო ამ ლინკიდან.
Reply