ძალიან ეფექტური ხრიკი

ახალი ჩვევის გამომუშავებისთვის

გამარჯობა,

გილოცავ დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მრავალს დაესწარი!

კვირის ნაცვლად, დღეს ვაგზავნი მეილს.

ხვალ არც მე მეცლება, არც შენ. :)

2 წუთის წესი

ერთ მარტივ ხრიკს/მეთოდს გეტყვი, რომელიც დაგეხმარება ახალი და სასარგებლო ჩვევების გამომუშავებაში.

ამ მეთოდს ,,ორი წუთის წესი’’ ქვია და მისი შინაარსი შემდეგია:

როდესაც ახალი ჩვევების გამომუშავებას ცდილობ, შენი ამოცანა უნდა იყოს ეს ჩვევა გახადო მაქსიმალურად იოლად შესასრულებელი.

ჯეიმს ქლიერი გვეუბნება:

,,როცა ახალი ჩვევის გამომუშავებას იწყებ, მის გამოყენებას ორ წუთზე მეტი არ უნდა დასჭირდეს.

ორწუთიან ვარიანტზე თითქმის ნებისმიერი ჩვევის დაყვანა შეიძლება, მაგალითად:

  • ,,წიგნის წაკითხვა ყოველ ღამით ძილის წინ’’ გახდება ,,ერთი გვერდის წაკითხვა’’

  • ,,იოგით დაკავება ნახევარი საათით’’ გახდება ,,იოგის ხალიჩის გაშლა’’

  • ,,მეცადინეობა’’ გახდება ,,კონსპექტის გადაშლა’’

  • ,,სამი მილის გარბენა’’ გახდება ,,სპორტული ფეხსაცმლის თასმების შეკვრა’’.

მუღამი არის ის, რომ ჯერ ჩვევა გამოიმუშავო და მერე ნელ-ნელა გააუმჯობესო.

ანუ ჩვევის გაჯენა უნდა მოხდეს რუტინაში, ყოველდღიურობაში და შემდეგ დავიწყოთ მისი გაუმჯობესება.

მე დამეხმარა ეს მეთოდი.

სცადე შენც. იქნებ გაგიადვილდეს კარგი ჩვევების ყოველდღიურობაში დანერგვა.

თუ გსურს პერსონალური ფინანსების და ფულის მოზიდვის შესახებ მაგარი წიგნი წაიკითხო, ნახე ეს ვიდეო.

ეს ვიდეო კი დაგეხმარება იკითხო უფრო მეტი წიგნი.

თუ გსურს საჯარო გამოსვლები დაამხეცო, შეგიძლია ეს 7 TED TALK ნახო (ინგლისურად არის). 

დღეისათვის სულ ეს იყო. ბედნიერ აღდგომას გისურვებ.

ქრისტე აღსდგა!

ომარ ნოე წერეთელი 🧡 

Reply

or to participate.