- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- სწორი პრიზმიდან იყურები?
სწორი პრიზმიდან იყურები?
გამოგდებული გიტარისტი
გამარჯობა,
მივესალმები ახალ გამომწერებს. კეთილი იყოს თქვენი შემომატება.
1126 ადამიანი კითხულობს უკვე ამ ნიუსლეთერს. თან სულ სათითაოდ შემოკრებილი ხალხი ვართ აქ.
რაოდენობაზე არ მაქვს აქცენტი. მინდა ხარისხიანი ხალხი გავერთიანდეთ.
რამდენიმე დღის წინ ჩემი ხელით წავშალე 200-მდე გამომწერი, რომლებიც ძალიან იშვიათად ხსნიდნენ ჩემს გაგზავნილ მეილს.
ერთად ძალიან მაგარი გაერთიანება უნდა შევქმნათ. გაერთიანება ხალხის, რომელიც დიდებულ საქმეებს აკეთებს და გააკეთებს!
ხალხის, რომელიც ერთ ადგილას არ ჩერდება და მუდმივად წინსვლის სურვილი აქვთ!
თუ გსურს მარტივად გაიგო ყველაფერი კარგი ჩვევების გამომუშავების შესახებ , ნახე ეს 6 წუთიანი ვიდეო.
გამოგდებული გიტარისტი
80-იან წლებში ერთი ნიჭიერი გიტარისტი გამოაგდეს მშობლიური მუსიკალური ჯგუფიდან.
ძალიან განიცადა ეს ამბავი, თუმცა მალევე მოვიდა გონს.
გადაწყვიტა ახალი ჯგუფი შეექმნა.
გადაწყვიტა ცნობილი გამხდარიყო და ყველასთვის დაემტკიცებინა მისი სიძლიერე.
ბევრი იშრომა და გამოუვიდა.
გამოჭედა წარმატება.
ეს გიტარისტი იყო დეივ მასტეინი. ხოლო მის მიერ დაარსებული ჯგუფი - Megadeth.
დღეს ეს ჯგუფი ჰევი-მეტალის ერთერთი ლეგენდაა.
შენც ჩემსავით მელომანი თუ ხარ, გეცოდინება. თუ არადა, სიტყვაზე მენდე.
ეხლა იწყება საინტერესო ამბავი:
ჯგუფი, საიდანაც დეივ მასტეინი გამოაგდეს, იყო Metallica. 😆
აი Metallica კი გაცილებით, გაცილებით წარმატებული ჯგუფი აღმოჩნდა, ვიდრე Megadeth.
ჰოდა, ერთერთ ინტერვიუში დეივ მასტეინმა თვალცრემლიანად აღიარა, რომ თავს კვლავ წარუმატებელ ადამიანად მიიჩნევდა.
ის თავს კვლავაც Metallica-დან გამოგდებულ მუსიკოსად აღიქვამდა.
კარგად რომ გავიგოთ:
ტიპმა დააფუძნა მაგარი მუსიკალური ჯგუფი, იშოვა მილიონები, ჰყავს ასობით ათასი ფანი და თავს მაინც ,,ლუზერად’’ თვლის.
რატომ?
ერთადერთი პასუხია - არასწორი პრიზმიდან იყურება. არასწორი საზომი აქვს.
მან საკუთარი წარმატების საზომად ჯგუფი Metallica-ს წარმატება გაიხადა.
საკუთარ წარმატებას და საკუთარ ცხოვრებას, სხვისი წარმატებით, სხვისი ცხოვრებით ზომავდა.
ჩვენც გვმართებს დაფიქრება. ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენების შესაფასებლად რამდენად სწორი პრიზმიდან ვიყურებით?!
ყველაზე ცუდი ფინანსური რჩევა, რომელიც მიმიღია.
აბა სასიამოვნო სამუშაო კვირას გისურვებ!
საუკეთესო სურვილებით,
ომარ ნოე წერეთელი
P.S. YOUTUBE-ზე დავიწყე ვიდეოების დადება. შეგიძლია გამოიწერო ჩემი არხი.
ცოტა რთული საქმე კი არის ჩემთვის ვიდეოების გადაღება და მერე მონტაჟი (გუშინ 6 წუთიან ვიდეოს მთელი დღე მოვანდომე), თუმცა სულ მინდოდა იუთუბერობა.
სულ არა, ვიტყუები.
ბოლო 8 წელია ნამდვილად მინდა იუთუბერობა.
თუ გავქაჩე, კვირაში 1 ახალი ვიდეო უნდა დავდო!!!❤️🔥
Reply