როგორ უნდა მოიქცე?

შენზე უკეთესად არავინ იცის

გამარჯობა,

ერთი ესეთი პატარა ამბავი შემხვდა.

მომეწონა და გიზიარებ:

ერთხელ მოხუცი კაცი და მის შვილიშვილი გზაზე მიდიოდნენ. კაცი ვირზე იჯდა, ხოლო პატარა ბიჭი კი ვირს წინ მიუძღვებოდა. მოულოდნელად მათ წინ გამვლელი შემოხვდათ.

– ეს ამხელა კაცი უსირცხვილოდ ვირზე ზის, ხოლო პატარა ბავშვი კი ფეხით მოდის. საწყალი ბავშვი, როგორ დაღლილა, მისი შიშველი ფეხები მზით გახურებულ მიწას ვეღარ უძლებენ, – თავისთვის ჩაილაპარაკა გამვლელმა.

მაშინ მოხუცი ჩამოქვეითდა და ვირზე ბავშვი შესვა, თვითონ კი ვირს წინ გაუძღვა. მათ მეორე გამვლელი შემოხვდათ:

– როგორ არ გრცხვენია, – უთხრა გამვლელმა ვირზე მჯდომ ბავშვს, – შენ ვირზე წამომჯდარხარ, ეს მოხუცი, თეთრწვერიანი კაცი კი ფეხით მოდის.

ბავშვს შერცხვა და სთხოვა პაპას, რომ ვირზე მასთან ერთად შემჯდარიყო. მოხუცი ბიჭს უკან მიუჯდა და ორივე ვირზე ამხედრებულებმა განაგრძეს გზა.

მალე მათ მესამე გამვლელი შემოხვდათ.

– საწყალი ცხოველი, ჩუმი, უტყვი, რახან მას ლაპარაკი არ შეუძლია, ასე უნდა გაიმეტოთ. ორივე წამომჯდარხართ ვირზე და არ ფიქრობთ, რომ მას არ შეუძლია ერთდროულად თქვენი ტარება.

მაშინ მოხუცი ვირიდან ჩამოქვეითდა და შვილიშვილსაც უბრძანა ჩამოსვლა. ისინი ფეხით გაუძღვნენ ვირს და ასე გააგრძელეს გზა.

გარკვეული მანძილი რომ გაიარეს მათ კიდევ შემოხვდათ გამვლელი, რომელმაც დასცინა მოხუცსა და შვილიშვილს:

– ვირს არავითარი ტვირთი არ ჰკიდია და ესენი ფეხით მიჰყვებიან ვირს. აი, ნამდვილი სულელები.

მაშინ, მოხუცი მოუბრუნდა პატარა ბავშვს, მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

– ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება. სჯობს ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი და ყოველთვის შენ გადაწყვიტო რა უნდა გააკეთო

ამ თვის ბოლოს მამაჩემის დაბადების დღეა.

საჩუქარი მქონდა შესარჩევი.

არ იყო მარტივი საქმე…

თუმცა, ამ საიტმა უაღრესად გამიმარტივა საჩუქრის შერჩევის პროცესი.

100 % რეკომენდაცია ჩემგან.

რამდენიმე კვირის წინ ,,უხილავი გორილას’’ ექსპერიმენტის შესახებ გამოგიგზავნე ინფორმაცია.

დიდი მოწონება დაიმსახურა. ბევრი დამიბრუნდა უკუკავშირით.

სულ ეს იყო. სასიამოვნო სამუშაო კვირას გისურვებ!

დროებით,

ომარ ნოე წერეთელი

P.S. სახელი გადავარქვი ამ გამოცემას. ,,Wisdom Weekly’’ ერქვა. რამე ქართული სახელწოდება მინდოდა. ,,კვირის ჩანაწერები’’ « ესე დავარქვი.

მგონი ნორმალურია.

Reply

or to participate.