- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- კარგი ტექნიკა
კარგი ტექნიკა
ყველამ ვიცით, თუმცა მაინც გვავიწყდება
მოგესალმები,
ამ დღეებში ჩემს მეილს პრობლემა შეექმნა.
თუ წერილი მომწერე და პასუხი არ დაგიბრუნე, იცოდე, რომ სისტემის ხარვეზია. წესით უკვე ყველაფერი გამოსწორებულია.
მაშ, შევუდგეთ საქმეს.
ორი კაცი მივა ბუდისტ ბერთან რჩევის მისაღებად. ბერის სოფელში სურთ გადასვლა საცხოვრებლად და აინტერესებთ იქაური პირობები.
პირველი კაცი შედის ბერთან და ეკითხება:
"ამ სოფელში გადმოსვლას ვფიქრობ, როგორია აქ?’’
ბერი პასუხობს: "და როგორია შენი ამჟამინდელი სოფელი?"
კაცი პასუხობს: "საშინელებაა, მძულს იქ ყოფნა."
ბერი მიუგებს: "ეს სოფელიც იგივეა, არ მოგეწონება.’’
მეორე კაცი შედის ბერთან და ეკითხება:
"ამ სოფელში გადმოსვლას ვფიქრობ, როგორია აქ?"
ბერი პასუხობს: "და როგორია შენი ამჟამინდელი სოფელი?"
კაცი პასუხობს: "შესანიშნავია, მიყვარს იქ ყოფნა."
ბერი მიუგებს: "ეს სოფელიც იგივეა, მოგეწონება."
ამ ამბავის წაკითხვის შემდეგ, ეგრევე ჯონ მილტონის ფრაზა გამახსენდა:
გონება თავის ადგილზეა და იქ მას შეუძლია სამოთხე ჯოჯოხეთად აქციოს, ჯოჯოხეთი კი - სამოთხედ
ნამდვილად ესეა.
ჩვენი შინაგანი მდგომარეობა ბევრ რამეს განსაზღვრავს. შინაგანი მდგომარეობა ჩვენს გარშემო არსებულ გარემოს თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს.
და მაინც, როგორ ვაკონტროლოთ შინაგანი მდგომარეობა?
მრავალი ტექნიკა არსებობს. თუმცა, ჩემთვის ყველაზე ძლიერი არის მადლობის გადახდა.
მადლიერება ღმერთის იმისათვის, რაც ირგვლივ მაქვს.
აქ არ ვგულისხმობ მატერიალურ ნივთებს.
თავად ის ფაქტი, რომ ცოცხალი ვარ, ორ ფეხზე დავდივარ, ორი ხელი მაქვს და ორი თვალი, უკვე საკმარისზე მეტია.
დამერწმუნე, მადლიერების გრძნობის ხშირ მოხმობას, ბევრი რამის სასიკეთოდ შეცვლა შეუძლია.
შეგიძლია ესეთი რაღაც გააკეთო:
აიღე 1 კვირა. და ყოველი დღის ბოლოს ჩამოწერე 3 რამე, რისთვისაც მადლიერი ხარ. თითო-თითო წინადადებით. არ ჭირდება ბევრი ფიქრი. მაქსიმუმ 4 წუთი დაგეხარჯოს.
გამიზიარე შედეგი. 🙂
აბა, სასიამოვნი სამუშაო კვირას გისურვებ.
პატივისცემით,
ომარ ნოე წერეთელი.
Reply