ეს ერთი რამ ყველას გამოსასწორებელი გვაქვს

ფილ ნაითი, მავნე ჩვევა და შთამაგონებელი ისტორია

გამარჯობა,

დღევანდელ მენიუშია:

  • შთამაგონებელი ისტორია ცნობილი ადამიანის ბიოგრაფიიდან

  • ადიქცია, რომელიც გვაზიანებს

  • ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებს

სანამ საქმეზე გადავალთ, მანამდე მინდა მივესალმო ახალ გამომწერებს. კეთილი იყოს თქვენი შემოერთდება. იმედია ისიამოვნებთ.

ადიქცია, რომელიც გვაზიანებს

2007 წელს მსოფლიოში ახალი ნარკოტიკი გამოჩნდა.

დაახლოებით 15 წლის შემდეგ, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მისი მომხმარებელი გახდა.

შედეგად, საზოგადოებაში მოიმატა დეპრესიამ, შფოთმა და სუიციდის შემთხვევებმა.

ამ ნარკოტიკს სმარტფონი ქვია.

მოვიშველიოთ სტატისტიკა:

  • დღიურად ადამიანი საშუალოდ 6 საათი და 58 წუთი ატარებს ეკრანის წინ

  • 2013 წლის შემდეგ ეკრანთან მიჯაჭვულობა დღიურად დაახლოებით 50 წუთით გაიზარდა

  • საშუალო სტატისტიკური ამერიკელი ყოველდღიურად 7 საათი და 4 წუთი უყურებს ეკრანს.

ცუდი ამბავი:

სმარტფონის ქრონიკული მოხმარება ადამიანის ტვინის სტრუქტურას ბიოლოგიურ დონეზე ცვლის.

მისი ხშირი გამოყენებით (მაგალითად, უაზროდ სქროლვა) გამოიყოფა დოპამინის მცირე დოზა, რის შედეგადაც ტვინი დამოკიდებული ხდება. უფრო და უფრო მეტს ითხოვს.

თანდათანობით კი ტვინის რუხი და თეთრი ნივთიერებების შემცირება იწყება.

სმარტფონზე დამოკიდებულების სხვა უარყოფითი მხარეები:

  •  შფოთი

  • დეპრესია

  • ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი

  • თვალების დაძაბულობა

  • კისრისა და ზურგის ტკივილი

  • ძილის რეჟიმის დარღვევა

  • პრობლემები ურთიერთობებში.

ერთი რამე უნდა იცოდე:

მარტფონის და აპლიკაციების პირდაპირი მიზანია მათზე დამოკიდებული გაგხადოს.

ჩათვალე ტელეფონი არის იარაღი, ხოლო აპლიკაციები სასხლეტი.

ერთხელ ნიუ-იორკ ტაიმზთან ინტერვიუში, სტივ ჯობსმა ახსენა, რომ მის შვილებს აიპედის მოხმარება აკრძალული ჰქონდათ:

,,ჩვენს სახლში აიპედი აკრძალულია. ვფიქრობთ, ბავშვებზე მისი გავლენა  ზედმეტად სახიფათოა’’.

სმარტფონზე დამოკიდებულების სიმპტომებია:

  • ხშირად გინდება ტელეფონის გამოყენება და სხვადასხვა აპლიკაციების შემოწმება

  • მოწყენილობის ჟამს შენი ერთადერთი გასართობი ტელეფონია

  • ტელეფონს უფრო მეტ დროს უთმობ ვიდრე ოჯახის წევრებს

  • ქმნი სახიფათო სიტუაციებს (ავტომობილის მართვისას)

  • როდესაც ტელეფონთან არ გაქვს წვდომა, გაღიზიანებული და შეშფოთებული ხარ.

როგორ შევარბილოთ სმარტფონზე დამოკიდებულება?

5 ნაბიჯი:

  1. ამ პოსტს თუ კითხულობ, უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია. თუკი შენი თავი გამოჭერილი გყავს ზემოთაღწერილ თემებში, უკვე იცი ეს რას ნიშნავს და ეს კარგია

  2. დაფიქრდი ყველაზე მეტად რომელია ,,დროისმჭამელი აპლიკაციები’’. თუ შესაძლებელია წაშალე ისინი ტელეფონიდან. მაგალითად: შეგიძლია FACEBOOK ტელეფონიდან წაშალო და მხოლოდ კომპიუტერიდან მისცე შენს თავს უფლება მისი გამოყენების

  3. შეეცადე სახლში შექმნა ,,ტექნოლოგიისგან თავისუფალი’’ სივრცე. მაგალითად: საძინებელში არ შეიტანო ტელეფონი (თუ მაღვიძარა ტელეფონზე გაქვს დაყენებული, ჩვეულებრივი მაღვიძარა იყიდე)

  4. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაღვიძებისთანავე არ შევამოწმო ტელეფონი. შეთრევა იცის. ახალი დღის ტელეფონში სქროლვით დაწყება არაფექტურია

  5. ტელეფონი არ გამოიყენო წამოწოლილ მდგომარეობაში. უფრო მეტია იმის შანსი რომ შეგიტყუოს.

 შთამაგონებელი ისტორია ცნობილი ადამიანის ბიოგრაფიიდან

1971 წელს ფილ ნაიტი (NIKE-ის დამფუძნებელი) ბუღალტერიას ასწავლიდა პორტლენდის უნივერსიტეტში.

ერთ დღესაც, მან კაფეტერიაში ყური მოკრა სტუდენტი გოგონას საუბარს, სადაც ის ამბობდა, რომ არ ჰქონდა ფული გაევლო ხატვის კურსები.

ფილმა ამ გოგონას 35$ შესთავაზა და სანაცვლოდ სთხოვა NIKE-ის ლოგო დაეხატა.

როდესაც საბოლოო შედეგი ნახა ფილმა თქვა ,,არ ვიცი მომწონს თუ არა, მაგრამ იმედია თვალი შეეჩვევა’’.

ფილს დიდი დრო არ ჰქონდა ლოგოზე კირკიტში დაეხარჯა - ,,მკაცრი დედლაინი გვქონდა. იმ პერიოდში ხელშეკრულება გავაფორმეთ 3000 ფეხსაცმლის წარმოებაზე. იმ კვირის პარასკევს უნდა დაგვეწყო მუშაობა’’.

პარასკევამდე ესაჭიროებოდათ ლოგო.

ფილის პარტნიორი ეკითხება - ,,არ მოგწონს ლოგო?’’. ,,აღფრთოვანებული არ ვარ’’ - ფილი პასუხობს, - ,, მაგრამ დროც აღარ გვაქვს, ამ გზით უნდა წავიდეთ’’.

მთავარი გაკვეთილი:

რომ არა შეზღუდვები და მკაცრი დედლაინები ჩვენ არასდროს არაფერს გავაკეთებდით.

მაგალითისთვის, ჯორჯ ლუკასი ,,ვარსკვლავური ომების’’ სცენარზე წლები მუშაობდა. ,,ვერაფრით მივაწღიე იმ დონეს, რომ აბსოლუტური კმაყოფილი ვყოფილიყავი ჩემი ნამუშევრით’’ - იხსენებს ლუკასი.

,,სცენარის ჩაბარების დედლაინი რომ არ მქონოდა, მგონია დღესაც სცენარისწერის პროცესში ვიქნებოდი’’.

შესაბამისად, დედლაინებს ხშირად ჩვენთვის პოზიტივი მოაქვთ და სულაც არ უნდა ვუყუროთ ნეგატიურად.

ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებს

,,უმრავლესობა ვამაყობთ ცოდნითა და დაგროვილი გამოცდილებით, საკუთარი მოსაზრებისა და შეხედულებებისადმი ერთგულებით. ამ ყველაფერს აზრი აქვს და ნაყოფიც მოაქვს სტაბილურ სამყაროში. პრობლემა ისაა, რომ სინამდვილეში, სწრაფად ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ და შეხედულების ჩამოყალიბებაზე მეტად მისი დროულად გადასინჯვა გვჭირდება’’ - ადამ გრანტი

ეს საინტერესოა

  1. ვინსენტ ნორმან პილის წიგნის განხილვა - ,,პოზიტიური აზროვნების ძალა’

  2. ჯოკო უილინკის წიგნის განხილვა - ,,აბსოლუტური პასუხისმგებლობა’’

  3. ჯორდან პეტერსონის წიგნის განხილვა - ,,ცხოვრების 12 წესი’’

დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა რომ წაიკითხე.

სასიამოვნო კვირას გისურვებ.

საუკეთესო სურვილებით - ომარ ნოე წერეთელი

P.S. მოგეწონა დღევანდელი მეილი? ჩემთვის უმნიშვნელოვანესია შენი უკუკავშირი. გთხოვ, გამომეხმაურე ამ მეილზე. მითხარი რა მოგეწონა, რა არ მოგეწონა. რა გამოვასწორო? ან რაიმე კითხვა ხომ არ გაქვს?❤️‍🔥 

უკუკავშირი მეხმარება ეს ნიუსლეთერი გავხადო უფრო უკეთესი. ველოდები შენს გამოხმაურებას. მადლობა.

Reply

or to participate.