ნავალ რავიკანტის ამ ბლოგმა, თავის დროზე ინტერნეტში დაუჯერებელი პოპულარობა აკრიფა.

გთავაზობთ, ქართულ ვერსიას:

  1. ისწრაფვე დოვლათისა და არა ფულის ან სტატუსის მოპოვებისკენ. დოვლათი ისეთი აქტივების ფლობას გულისხმობს, რომლითაც შემოსავალს გამოიმუშავებ მაშინაც, როცა გძინავს. ფული არის დროისა და ქონების გაცვლის საშუალება, სტატუსი კი - შენი ადგილი სოციალურ იერარქიაში.

  2. გააცნობიერე, რომ დოვლათის ეთიკური გზებით დაგროვება შესაძლებელია. თუ გულის სიღრმეში სიმდიდრე გძულს, ის ხელიდან დაგისხლტება.

  3. ყურადღებას ნუ მიაქცევ სტატუსით მოთამაშეებს. ისინი სტატუსის მოპოვებას დოვლათის შემქმნებელბზე თავდასხმით ცდილობენ.

  4. ვერ გამდიდრდები, თუ შენს დროს დამქირავებელს მოახმარ. ფინანსური დამოუკიდებლობა რომ მოიპოვო, საჭიროა ფლობდე კაპიტალს - ბიზნესს

  5. რომ გამდიდრდე, საზოგადოებას უნდა მისცე ის, რაც სურს, თუმცა ჯერ არ იცის, როგორ მიიღოს. მასშტაბურად და ეკონომიურად

  6. შეარჩიე სათანადო სფერო გრძელვადიანი თამაშისთვის იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც გრძელვადიანი ურთიერთობა გექნება

  7. ინტერნეტმა წარმოუდგენლად გააფართოვა კარიერული შესაძლებლობების არეალი. ბევრს ჯერ ეს არ გაუაზრებია

  8. აკეთე ის, რის გაკეთებასაც არა ერთხელ, არამედ მრავალგზის შეძლებ. ყველანაირი უკუგება, იქნება ეს დოვლათის შექმნა, ურთიერთობების ჩამოყალიბება თუ ცოდნის დაგროვება, რთული პროცენტის პრინციპით მიიღება

  9. საქმიანი პარტნიორების შერჩევისას არჩევანი გააკეთე მაღალი ინტელექტის მქონე, ენერგიულ და რაც მთავარია, პატიოსან ადამიანებზე

  10. ნუ დაიჭერ საქმეს ცინიკოსებსა და პესიმისტებთან. მათი შეხედულებები მატერიალიზდება

  11. ისწავლე, როგორ გაყიდო. ისწავლე, როგორ შექმნა. თუ ორივეს გაკეთებას შეძლებ, ვერაფერი შეგაჩერებს

  12. შეიარაღადი სპეფიციკური ცოდნით, პასუხისმგებლობითა და გავლენის ბერკეტებით

  13. სპეციფიკური ცოდნა გულისხმობს ცოდნას, რომელიც არ ისწავლება. თუ საზოგადოებას შეუძლია შენ გასწავლოს, ასწავლის სხვასაც, რომელიც შენ ჩაგანცვლებს

  14. სპეციფიკურ ცოდნას აგროვებ მაშინ, როცა მიჰყვები შენს ჭეშმარიტ ცნობისმოყვარეობასა და მისწრაფებას და არა იმას, რაც მოდურია მოცემულ მომენტში

  15. სპეფიციკური ცოდნის მიღება შენთვის თამაშივით იქნება, სხვების თვალში კი შრომას ემგვანება

  16. ასეთი სპეციფიკური ცოდნის სხვისთვის გადაცემა არა სასწავლო აუდიტორიაში, არამედ მხოლოდ შეგირდობით თუ შეიძლება

  17. ხშირად სპეციფიკური ცოდნა ძალზე ტექნიკური ან შემოქმედებითია. მისი სხვაზე დელეგირება ან ავტომატიზება შეუძლებელია

  18. ანგარიშვალდებულება მოცემულობად მიიღე და ბიზნესრისკები საკუთარ თავზე აიღე. ეს საზოგადოების თვალში მნიშვნელოვნად გაზრდის შენს როლს, ამასთან, კაპიტალსა და გავლენის ბერკეტებს შეგძენს

  19. მომეცით საკმარისად გრძელი ბერკეტი, საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას - არქიმედე

  20. გამდიდრებისთვის საჭიროა გავლენის ბერკეტები. ბიზნესში ასეთი ბერკეტია კაპიტალი, ადამიანები და ისეთი პროდუქტები, რომელთა გამრავლება დამატებით დანახარჯს არ მოითხოვს. მაგალითად: პროგრამული კოდი და მედია

  21. კაპიტალი ფულს ნიშნავს. მეტი ფული რომ მოიზიდო, სპეციფიკური ცოდნის, პასუხისმგებლობისა და გონვრული ანალიზის უნარის გამოყენება დაგჭირდება

  22. ადამიანური რესურსი გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც შენთვის მუშაობენ. მათზე გავლენის მოხდენა ის ბერკეტია, რომლის მოსაპოვებლადაც უძველესი დროიდან ყველაზე მეტს იბრძვიან. ამ ბერკეტით შენს მშობლებს კი მოხიბლავ, მაგრამ მის მოპოვებას სიცოცხლეს ნუ შეალევ

  23. კაპიტალი და ადამიანური რესურსები გავლენის ის ფორმაა, რომლის მოპოვებასაც სხვისი თანხმობა სჭიდება. კაპიტალის დაგროვება ყველას სურს, მაგრამ ის ვინმემ უნდა მოგცეს. ლიდერობას ყველა ცდილობს, მაგრამ არ გამოგივა, თუ ვინმე არ გენდო და არ გამოგყვა

  24. კოდი და კონტენტი უპირატესობაა, რომელსაც სხვისგან ლეგიტიმაცია არ სჭირდება. დღეს ეს უპირატესობა აქვთ ახალგამდიდრებულთ. შეგიძლია შექმნა პროგრამული უზრუნველყოფა ან კონტენტი, რომელიც მაშინაც შენზე მუშაობს, როცა გძინავს

  25. რობოტების არმია ხელმისაწვდომი და უფასოა. ისინი მონაცემთა ცენტრებში თბორეგულაციისა და ტევადობის ოპტიმიზაციის მიზნით ინახება. გამოიყენე

  26. თუ კოდირება არ შეგიძლია, დაწერე წიგნები და ბლოგები, ჩაწერე ვიდეოები და პოდკასტები.

  27. შენს ხელთ არსებული გავლენის ბერკეტები შენს გადაწყვეტილებებს ძალას ანიჭებს

  28. გადაწყვეტილებების მიღებას გამოცდილება სჭირდება, მაგრამ მისი უფრო სწრაფად განვითარება შესაძლებელია საბაზისო უნარ-ჩვევების გამომუშავებით

  29. არ არსებობს უნარ-ჩვევა სახელად ,,ბიზნესი’’. თავი შორს გეჭიროს ბიზნესჟურნალებისგან და ბიზნესგაკვეთილებისგან

  30. შეისწავლე მიკროეკონომიკა, თამაშის თეორია, ფსიქოლოგია, დარწმუნების ხელოვნება, ეთიკა, მათემატიკა და კომპიტერული მეცნიერება

  31. კითხვა უფრო სწრაფია, ვიდრე მოსმენა. კეთება უფრო სწრაფია, ვიდრე ყურება

  32. დრო იმდენად ეფექტურად უნდა გადაანაწილოთ, რომ არ დაგრჩეთ ის ,,ფინჯან ყავაზე’’ არაფრისმომცემ საუბრებზე გასაფლანგად, თუმცა იმავდროულად, კალენდარი ორგანიზებული და ნაკლებად გადატვირთულიც უნდა გქონდეთ

  33. განსაზღვრე სასურველი საათობრივი ანაზღაურება და ის რეალობად აქციე. თუ პრობლემის გადაჭრა იმაზე ნაკლებ თანხას დაგიზოგავს, ვიდრე საათში იღებდი, ძალისხმევად არ ღირს. თუ დელეგირება შენს საათობრივ ანაზღაურებაზე ნაკლები დაგიჯდება, ასეთი საქმე სხვას გადააბარე

  34. მუშაობისას ძალ-ღონე არ დაიშურო, მერე რა, რომ ის უფრო მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად და რაზე მუშაობ, ვიდრე ის, თუ რამდენად ბევრს შრომობ

  35. გახდი შენს საქმეში მსოფლიოში საუკეთესო. მანამდე არ მოეშვა, სანამ არ იპოვი საქმეს, რომელშიც საუკეთესო იქნები

  36. სწრაფად გამდიდრების სქემები არ არსებობს. ამ დროს მხოლოდ ვიღაც მდიდრდება შენი მეშვეობით

  37. სპეციფიკურ ცოდნას შენს ხელთ არსებული ბერკეტები დაუმატე და ადრე თუ გვიან მიაღწევ იმას, რასაც იმსახურებ

  38. როცა, ბოლოს და ბოლოს, გამდიდრდები, მიხვდები, რომ ეს სულაც არ ყოფილა ის, რისკენაც ისრაფოდი. თუმცა ამაზე სხვა დროს

  39. აქციე შენი თავი პროდუქტად.

P.S. ამ თემას დეტალურად ვშლი ჩემს პოდკასტში. შეგიძლია YouTube-სა და Spotify-ზე მოუსმინო.

Reply

Avatar

or to participate

Keep Reading