გაუფილტრავი ამონაწერები წიგნიდან Can’t Hurt Me: Master Your Mind and Defy the Odds. ავტორი დევიდ გოგინსი
ნუ ინერვიულებთ, მარტო არ ხართ. მთელ მსოფლიოში, ყველა ქალაქში, ყველა ქვეყანაში, ქუჩებში მილიონობით ადამიანი დადის, ზომბებივით მკვდარი თვალებით, კომფორტზე დამოკიდებული, მსხვერპლის მენტალიტეტით და საკუთარი ჭეშმარიტი პოტენციალის გაუცნობიერებლად. ვიცი ეს, რადგან შევხვედრივარ და მათ შესახებ მუდმივად მესმის. თქვენსავით, მეც ერთერთი მათგანი ვიყავი
ცოტამ თუ იცის, როგორია ფსკერზე ყოფნა, მაგრამ მე ვიცი. მცოცავ ქვიშას ჰგავს. გიჭერს, გითრევს და არ გიშვებს. ასე ცხოვრებისას, ადვილია, ჩაიძირო და გამუდმებით ის კომფორტული არჩევანი გააკეთო, რომელიც გკლავს გზადაგზა
ამიტომ დავიწყე ტკივილის ძებნა, შევიყვარე ტანჯვა, და საბოლოოდ, საკუთარი თავი პლანეტაზე ყველაზე სუსტი ნაბიჭვრიდან ყველაზე მაგარ კაცად ვაქციე, რომელიც კი ოდესმე შეუქმნია ღმერთს. ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს ამას ვეუბნები
ძვ.წ.-ით V საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში დაბადებული ფილოსოფოსი, ჰერაკლიტე, მართალი იყო, როცა ბრძოლის ველზე მყოფ მამაკაცებზე წერდა. ,,ყოველი ასი კაციდან, ათი საერთოდ არ უნდა იყოს იქ, ოთხმოცი უბრალოდ სამიზნეა, ცხრა ნამდვილი მებრძოლია, და გაგვიმართლა, რომ ისინი გვყავს, რადგან ბრძოლა მათით არსებობს. მაგრამ მათგან ერთი, მხოლოდ ერთია მეომარი’’
ცვლილებებისთვის სირთულეების გავლაა საჭირო. მათ პირისპირ უნდა დადგე და იმოქმედო
შენ ნებდები ნაცვლად იმისა, გაძლიერდე! შენი შეზღუდვების რეალური მიზეზების შესახებ სიმართლე თქვი და ეს ნეგატივი, რომელიც ნამდვილია, რეაქტიულ საწვავად გადააქციე. შენს წინააღმდეგ დახვავებული შანსები წყეულ ასაფრენ ბილიკად გადაიქცევა
დასაკარგი დრო აღარაა. საათები და დღეები ისე ორთქლდება, როგორც ნაკადულები უდაბნოში. აი, რატომ არის მისაღები საკუთარი თავის მიმართ სისასტიკის გამოჩენა, თუ აცნობიერებ, რომ ამას უკეთესობისთვის აკეთებ. გასაუმჯობესებლად ყველას უფრო სქელი კანი გვჭირდება. სარკეში ყურებისას რბილი დამოკიდებულება იმ საყოველთაო ცვლილებებს არ შთააგონებს, რომლებიც ჩვენი აწმყოს შესაცვლელად და მომავლის დასახსნელად გვჭირდება
გაითვალისწინეთ, ჩემი დანარჩენი პროგრესი არ შეიძლება, ისე აღიწეროს, როგორც თვალის დახამხამებაში მომხდარი მეტამორფოზა. ქალბატონი იღბალი უცებ არ გამოჩენილა, ცხელი საპნიანი აბაზანა არ გაუმზადებია და ჩემთვის ისე არ უკოცნია, თითქოს ვუყვარდი. ფაქტობრივად, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კიდევ სტატისტიკად არ ვიქეცი, ისაა, რომ საბოლოოდ შრომა დავიწყე
დროა, თვალებში ჩახედო საკუთარ თავს. გახდე გულწრფელი და რეალობას თვალი გაუსწორო. ეს არ არის თვითსიყვარულის ტაქტიკა. ვერ მოიტყუები. ნუ მოეფერები შენს ეგოს. ეგოს განადგურება და პირველი ნაბიჯის გადადგმა გჭირდება, რომ შენი თავის ნამდვილი ვერსია გახდე
სტიკერები ჩემი ანგარიშვალდებულების სარკეზე დავაწებე და გთხოვთ, თქვენც იგივე გააკეთოთ. ციფრული მოწყობილობები არ იმუშავებს. დაწერეთ ყველა თქვენი კომპლექსი, ოცნება და მიზანი წებოვან ბარათებზე და მიაკარით თქვენს სარკეს. თუ მეტი განათლება გჭირდებათ, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ტრაკი უნდა გაანძრიოთ და იშრომოთ, რადგან საკმარისად ჭკვიანი არ ხართ. წერტილი და მორჩა. თუ სარკეში იყურებით და ხედავთ ვიღაცას, ვინც აშკარად ჭარბწონიანია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მსუქანი ხართ და მორჩა. აიღეთ ამაზე პასუხისმგებლობა. ნორმალურია, ამ მომენტებში საკუთარი თავის მიმართ უხეში იყოთ, რადგან ცხოვრებაში საკუთარი თავის გაუმჯობესებისთვის უფრო სქელი კანი გჭირდებათ
რა მიზანიც არ უნდა გქონდეთ, საკუთარი თავისთვის ანგარიშვალდებულების დაწესება მოგიწევთ იმ მცირე ნაბიჯებისთვის, რომლებიც მის მისაღწევად დაგჭირდებათ. თვითგაუმჯობესება თავდადებასა და თვითდისციპლინას მოითხოვს. ჭუჭყიანი სარკე, რომელსაც ყოველდღე ხედავთ, სიმართლეს გამოავლენს. შეწყვიტეთ მისი იგნორირება. გამოიყენეთ ის თქვენს სასარგებლოდ
სწორედ მაშინ გავაცნობიერე პირველად, რომ ყველა ფიზიკური და გონებრივი შეზღუდვა არარეალურია და რომ მე ძალიან ადრე დანებების ჩვევა მქონდა. ამასთან, ვიცოდი, რომ გამბედაობისა და სიმტკიცის ყველა ზომა დამჭირდებოდა, რისი მოკრებაც შემეძლო, რათა შეუძლებელი განმეხორციელებინა. შეუჩერებელი ტანჯვის საათებს, დღეებსა და კვირებს ჩავშტერებოდი. მომიწევდა საკუთარი თავისთვის სიკვდილის მიჯნამდე მებიძგებინა. ვიაზრებდი, რომ შეიძლება მოვმკვდარიყავი, რადგან ამჯერად არ დავნებდებოდი, მიუხედავა იმისა, თუ რამდენად სწრაფად ამიჩქარდებოდა გული და რა ტკივილს ვიგრძნობდი
გონების გაკაჟებისკენ მიმავალი გზის პირველი ნაბიჯი თქვენი კომფორტის ზონიდან რეგულარულად გამოსვლაა. კვლავ ამოიღეთ თქვენი დღიური და ჩამოწერეთ ყველაფერი, რისი გაკეთებსაც არ გიყვართ ან რაც გეუხერხულებათ. განსაკუთრებით ის ყველაფერი, რაც იცით, რომ თქვენთვის კარგია. ახალი წადით და ამ სიიდან ერთი გააკეთეთ, შემდეგ კი ისევ გაიმეორეთ
როდესაც ბრძოლის შუაგულში ხართ, საქმე გამძლეობაზე დგება. თუ ეს რთული ფიზიკური გამოწვევაა, მოწინააღმდეგის სულის წართმევამდე სავარაუდოდ, ჯერ საკუთარი დემონები უნდა დაამარცხოთ. ეს ისეთ მარტივ კითხვაზე პასუხების მომზადებას ნიშნავს, რომელიც ფიქრის ბუშტივით აუცილებლად ამოტივტივდება: ,,რატომ ვარ აქ?’’ თუ იცით, რომ ეს მომენტი მოდის და პასუხი მზად გაქვთ, აღჭურვილი იქნებით, რომ წამიერი გადაწყვეტილება მიიღოთ, უგულებელყოთ თქვენი გონების სისუტეები და მოძრაობა განაგრძოთ
ბრძოლის ქარცეცხლში გაკაჟებულ გონებაზე დაყრდნობამ შეიძლება, თქვენი აზროვნება შეცვალოს. იმის გახსენებამ, რაც გადაიტანეთ და როგორც გააძლიერა ამან თქვენი აზროვნება, შეიძლება, უარყოფითი აზრების ციკლიდან ამოგიყვანოთ და დაგეხმაროთ, გვერდი აუაროთ დანებების დამასუსტებელ, ერთწამიან იმპულსებს, რაც დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. როდესაც გაკაჟებულ გონებას იყენებთ, როგორც მე იმ დღეს აუზთან გავაკეთე, და ტკივილის მიუხედავად ბრძოლას აგრძელებთ, ეს შეიძლება თქვენი საზღვრების გაფართოებაში დაგეხმაროთ, რადგან თუ ტკივილს ისე მიიღებთ, როგორც ბუნებრივ პროცესს და უარს იტყვით, სიმპათიკურ ნერვულ სისტემას ჩართავთ, რაც თქვენს ჰორმონალურ ნაკადს ცვლის
საშუალოდ, ადამიანი საათში 2 000 - 3 000 აზრს ფიქრობს. იმის ნაცვლად, რომ ნაგავზე ფოკუსირდეთ, რომლის შეცვლაც არ შეგიძლიათ, წარმოიდგინეთ ისეთი რაღაცების ვიზუალიზაცია, რომელთა შეცვლაც შეგიძლიათ. აირჩეთ ნებისმიერი დაბრკოლება თქვენს გზაზე, ან დაისახეთ ახალი მიზანი, და წარმოიდგინეთ მისი გადალახვა ან მიღწევა. სანამ რაიმე გამოწვევას შეუდგები, იმის სურათის დახატვით ვიწყებთ, თუ როგორ გამოიყურება და რა შეგრძნება აქვს ჩემს წარმატებას. ამაზე ყოველდღე ვფიქრობ და ეს გრძნობა მამოძრავებს, როცა ვვარჯიშობ, შეჯიბრებაში ვერთვები, ან ვიწყებ ნებისმიერ ამოცანას, რომელსაც ვირჩევ… ეს ასევე ნიშნავს, იყო მზად მარტივ კითხვებზე პასუხის გასაცემად. რატომ აკეთებ ამას? რა გიბიძგებს ამ მიღწევისკენ? საიდან მოდის სიბნელე, რომელსაც საწვავად იყენებ? რამ გაგიკაჟა გონება? ეს პასუხები თითის წვერებზე უნდა გქონდეთ, როცა ტკივილისა და ეჭვის კედელს შეეჯახებით. გარღვევისთვის თქვენი სიბნელის გარდაქმნა, მისგან საზრდოს მიღება და თქვენს გაკაჟებულ გონებაზე დაყრდნობა დაგჭირდებათ
პატარა ნაპერწკალის გარეშე კოსმოსური ხომალდის ძრავა არ ინთება. ყველას გვჭრდება პატარა ნაპერწკალი, პატარა მიღწევები ჩვენს ცხოვრებაში, რომ შემდეგ დიდები გავაღვივოთ. იფიქრეთ თქვენს პატარა მიღწევებზე, როგორც ცეცხლის გასაჩაღებელ მასალაზე. როდესაც დიდი კოცონის დანთება გინდათ, დიდი მორის ანთებით არ იწყებთ
ადამიანის სხეულს შეუძლია გაუძლოს და შეასრულოს ჯოჯოხეთურად მეტი, ვიდრე ჩვენს უმეტესობას ჰგონია შესაძლებელი. და რომ ყველაფერი გონებაში იწყება და მთავრდება
რისი გაკეთება შემიძლია? ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა, მაგრამ როცა იმ დღეს ფინიშის ხაზის გარშემო მიმოვიხედე და ჩავუფიქრდი, თუ რას მივაღწიე, ნათელი გახდა, რომ ჩვენ ხშირად საკუთარ შესაძლებლობებს ვერ ვიყენებთ და ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. ჩვეულებრივ, ნაკლებით ვკმაყოფილდებით, ვიდრე ჩვენი საუკეთესო შესრულება იქნება: სამსახურში, სკოლაში, ჩვენს ურთიერთობებსა და სათამაშო მოედანზე თუ რბოლის ტრასაზე. ჩვენ ვკმაყოფილდებით, როგორც ინდივიდები, და ვასწავლით ჩვენს შვილებს, რომ ნაკლებს დასჯერდნენ, ვიდრე საკუთარ მაქსიმუმს, ყველაფერი ეს კი ვრცელდება, ერთმანეთს ერწყმის და ჩენს ჯგუფებში, ისევე, როგორც მთლიანად, საზოგადოებაში, მრავლდება
ჩვენგან უმეტესობა მოტივირებულია, ყველაფერი გააკეთოს, რათა საკუთარ ოცნებებს მისდიოს, სანამ ჩვენ გარშემომყოფები არ შეგვახსენებენ საფრთხეს, უარყოფით მხარეს, ჩვენს საკუთარ შეზღუდვებსა და ყველა იმ ადამიანს ჩვენამდე, ვინც მიზანს ვერ მიაღწია. ზოგჯერ რჩევას კეთილი განზრახვით გეუბნებიან. მათ მართლა სჯერათ, რომ ამას ჩვენს საკეთილდღეოდ აკეთებენ, მაგრამ თუ მათ ნებას დართავთ, სწორედ იგივე ადამიანები გათქმევინებენ უარს თქვენს ოცნებებზე, თქვენი შინაგანი მარეგულირებელი კი მათ ამის გაკეთებაში დაეხმარება
შეეგუეთ ამას! ჩვენი გონება საოცრად ძლიერია, ის ჩვენი ყველაზე მძლავრი იარაღია, მაგრამ ჩვენ მისი გამოყენება შევწყვიტეთ. დღეს გაცილებით მეტ რესურსზე გვაქვს წვდომა, ვიდრე ოდესმე და მაინც ბევრად ნაკლები შეგვიძლია, ვიდრე მათ, ვინც ჩვენამდე იყვნენ. თუ გსურთ, იმ მცირერიცხოვანთა შორის იყოთ, ვინც ჩვენს სულ უფრო რბილ საზოგადოებაში ამ ტენდენციებს დაარღვევს, საკუთარ თავთან ომისთვის და ახალი ინდეტობის შესაქმნელად მზად უნდა იყოთ, რაც ჰორიზონტის გაფართოებას მოითხოვს. სასაცილოა, გახსნილ გონებას ხშრად ახალი ეპოქის ფენომენად ან სუსტ რამედ მიიჩნევენ. ეგ ფეხებზე დაიკიდეთ. საკმარისად ღია გონებით ცხოვრება იმის პოვნისთვის, თუ როგორ უნდა გააკეთო რამე, ძველი სკოლის საქმეა. ეს ის არის, რასაც ძლიერი ტიპები აკეთებენ. და ზუსტად ეს გავაკეთე მეც
ნულიდან დაწყება არის აზროვნების წესი, რომელიც ამბობს, რომ ჩემი მაცივარი არასდროსაა სავსე და არც იქნება. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გავხდეთ უფრო ძლიერები და მოქნილები, გონებრივად იქნება ეს თუ ფიზიკურად. ყოველთვის შეგვიძლია, უფრო მეტი შესაძლებლობა შევიძინოთ და უფრო საიმედოდ ვიქცეთ. არასოდეს უნდა გვქონდეს შეგრძნება, თითქოს ჩვენი სამუშაო დასრულებულია. ყოველთვის მეტია გასაკეთებელი
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ როდესაც ისინი მიაღწევენ სტატუსის, პატივისცემის ან წარმატების გარკვეულ დონეს, მათ ცხოვრებაში გაიმარჯევს. მე აქ იმისთვის ვარ, რომ გითხრათ, რომ თქვენ ყოველთვის მეტი უნდა იპოვოთ. სიდიადე ისეთი რამ არ არის, რასაც თუ ერთხელ შეხვდებით, სამუდამოდ თქვენთან დარჩება. ის სრულიად შეიძლება აორთქლდეს, როგორც ზეთის წვეთი ცხელ ტაფაზე
გაანადგურე თვითკმაყოფილება, რომელსაც გრძნობ, თითქოს ის შენ, შენი თანამშრომლებისა და გუნდის წევრების ირგვლივ, ამ იშვიათ გარემოში იკრებს ძალას. გააგრძელე დაბრკოლებების დადება საკუთარი თავის წინაშე, რადგან სწორედ აქ იპოვი ხახუნის ძალას, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში დაგეხმარება. სანამ ამას გააცნობიერებ, უკვე ცალკე იდგები
ცხოვრებაში არ არსებობს ისეთი უგულებელყოფილი ან გარდაუვალი საჩუქარი, როგორიც მარცხია. ეს საკმაოდ ბევრჯერ მომსვლია და მისი დაფასება ვისწავლე, რადგან თუ სასამართლო ექსპერტიზასავით მიუდგები, იპოვით მინიშნებებს იმაზე, თუ სად უნდა შეიტანოთ კორექტივები და როგორ შეასრულოთ საბოლოოდ თქვენი ამოცანა
ცხოვრება ერთი გრძელი წარმოსახვითი თამაშია, რომელსაც არ აქვს ტაბლო, არც მსაჯი მყავს და არ მთავრდება, სანამ არ მოვკდებით და დავიმარხებით. და ერთადერთი, რაც მისგან ოდესმე მდომებია, საკუთარ თვალში წარმატების მოპოვება იყო. ეს არ ნიშნავდა სიმდიდრეს ან სახელს, ახალი მანქანებით სავსე ავტოსადგომს ან ლამაზი ქალების ჰარემს. ეს ნიშნავდა, გავმხდარიყავი ყველაზე ძლიერი ნაბიჭვარი, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია. რა თქმა უნდა, გზად რამდენიმე მარცხიც დავაგროვე, მაგრამ ჩემს გონებაში რეკორდმა დაამტკიცა, რომ ამ სურვილთან ახლოს ვიყავი
აკონტროლეთ თქვენი აზროვნება. დაიპყარით თქვენი ფიქრის პროცესი. ეს ცხოვრება მთლიანად წყეული გონებრივი თამაშია. გააცნობიერეთ ეს. მიიღეთ ეს
ტკივილი გონებაში საიდუმლო კარს აღებს. იმ კარს, რომელიც მიგიყვანს როგორც პიკურ შესრულებამდე, ასევე, ლამაზ სიჩუმემდე
