გამარჯობა,

დიდი პაუზა მქონდა აღებული. ბოლო მეილი 2025 წლის ივნისის თვეში გამოვაგზავნე.

ვიცი დიდი დრო გავიდა და თუ გსურს ჩემგან აღარ მიიღო მეილები, ამ ღილაკს დააჭირე და გამოწერა გაუქმდება:

ხოლო თუ ჩემი ახალი პროექტი გაინტერესებს, დარჩი:

YouTube-ზე გავაკეთე პოდკასტი, სადაც ძალიან წარმატებული ხალხის ბიოგრაფიულ წიგნებს განვიხილავ.

ვცდილობ, ჩავძვრე მათ გონებაში. როგორ აზროვნებენ და როგორ აღწევენ უდიდეს წარმატებას?

თითოეულ ეპიზოდში ვირჩევ ერთ ბიოგრაფიულ წიგნს და მას მივყვები.

თან ისეთ წიგნებს ვარჩევ, რომლებიც ქართულად არ არის და დიდი ალბათობით - არც არასდროს იქნება.

პირველი ეპიზოდის შესახებ მოკლე ინფორმაცის გიზიარებ:

პირველ ეპიზოდში ვსაუბრობ რიკ რუბინზე - მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მუსიკალური პროდუსერი, რომელიც 45 წელი ამ სფეროში მუშაობს.

მუშაობდა ისეთ ცნობილ არტისტებთან როგორებიცაა - Red Hot Chili Peppers; Mettalica; System of a Down; Eminem; Linkin Parks; Adele; Johnny Cash და ა.შ.

ეს კაცი არის გენიოსი და კრეატივის ზეიმი. ამ წიგნის მიხედვით ავაწყე პოდკასტი - Rick Rubin in Studio ავტორი Jake Brown.

ეპიზოდს აქ შეგიძლია მოუსმინო.

მიხარია დაბრუნება.

აბა შეხვედრამდე,

ომარ ნოე წერეთელი

პ.ს. როგორც გითხარი, სურვილის შემთხვევაში აქედან შეგიძლია გააუქმო გამოწერა:

Reply

Avatar

or to participate

Keep Reading