მოგესალმებით ყველას,

პოდკასტის ახალი ეპიზოდი ჩავწერე:

იხილეთ მოკლე აღწერა:

რა ვისწავლე წიგნიდან - Alone on the Wall. ავტორი: ალექს ჰონოლდი.

ალექს ჰონოლდი საკრამენტოში გაიზარდა. 10 წლის ასაკიდან ბოლდერინგის დარბაზში ,,გამოკეტილმა" ინტროვერტმა, მოგვიანებით 10 წელი სახლ-მანქანაში იცხოვრა, რათა სული და გული კლდეზე ცოცვისთვის მიეძღვნა. ის გახდა მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე დალაშქრა 915 მეტრიანი გრანიტის კლდე, El Capitan.

დღეს ალექსი არა მხოლოდ ლეგენდარული ათლეტი, არამედ Honnold Foundation-ის დამფუძნებელია, რომელიც მზის ენერგიის განვითარებას უწყობს ხელს მსოფლიოს ყველაზე ღარიბ რეგიონებში.

ის აგრძელებს ადამიანის ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობების ზღვრის გადაწერას, თუმცა ახლა უკვე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად.

ის არის სტოიციზმის, რაციონალიზმისა და ,,ნულოვანი შეცდომის" პრინციპის ცოცხალი განსახიერება.

ისიამოვნეთ!

მოუსმინეთ: Youtube-სა და Spotify-ზე.

შეხვედრამდე,

ომარ ნოე წერეთელი.

Reply

Avatar

or to participate

Keep Reading