ნამდვილი ლიდერობის შესახებ ამერიკის საზღვაო ძალების ვეტერანი გვიყვება

ვინ არის ჯოკო უილინკი?

ჯოკო უილინკი არის აშშ-ის საზღვაო ძალების ზღვის ლომების დანაყოფის ოფიცერი, ამჟამად უკვე პენსიაზე გასული. ის იბრძოდა ერაყში, ქალაქ არრამადში. ყველაზე სასტიკი და სისხლიანი ბრძოლები სადაც მიმდინარეობდა.

ჯოკო ხელმძღვანელობდა ტაქტიკურ დანაყოფს სახელად ,,ბრუზერს’’. სხვათაშორის ეს ტაქტიკური დანაყოფი ერთერთი სახელოვანი დანაყოფია და ყველაზე მეტად გამშვენებული დაბრუნდა ერაყიდან.

ცნობისთვის, კრის კაილი, აი ფილმი რომ გადაიღეს ამერიკელი სნაიპერი, ბრუზერში მსახურობდა და ჯოკოს დაქვემდებარებაში იყო.

პენსიაზე გასვლის შემდგომ ჯოკომ წიგნი დაწერა - ,,აბსოლუტური პასუხიმგებლობა’’.

წიგნი ეხება ლიდერობას. მისი მოკლე განხილვა აქ მაქვს გაკეთებული.

სწორედ ამ წიგნიდან გიზიარებთ რამდენიმე საინტერესო ნაწყვეტს ლიდერობის შესახებ.

ამას გარდა, პოსტის ბოლოში ნახავთ იმ 12 თვისებას, რომელიც ჯოკოს აზრით ლიდერს უნდა გააჩნდეს.

  1. ლიდერებისთვის თავმდაბლობა, შეცდომის აღიარება და მათ გამოსასწორებლად გეგმის შემუშავება წარმატებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. საუკეთესო ლიდერს საკუთარი ეგო და პირადი დღის წესრიგი არ მართავს. საუკეთესო ლიდერები მისიაზე ფოკუსირდებიან და მათთვის მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევაა

  2.  წარუმატებლობაზე სრული პასუხისმგებლობის აღება რთულია, მით უმეტეს, მაშინ როდესაც ყველაფერი ცუდად არის. ეს ექსტრაორდინალურ თავმდაბლობსა და სიმამაცეს მოითხოვს, მაგრამ აუცილებელია იმისთვის, რომ ვისწავლოთ, გავიზარდოთ როგორც ლიდერები და გუნდის შესაძლებლობები გავაუმჯობესოთ

  3. ლიდერი არასდროს დაიწერს ქულებს საკუთარი გუნდის წარმატებისთვის, პირიქით, ყველანაირ პატივს დაქვემდებარებულ სხვა ლიდერებსა გუნდის წევრებს გადაულოცავს

  4. საუკეთესო ლიდერები თრგუნავენ ეგოს, აღიარებენ ბრალს, მზად არიან კონსტრუქციული კრიტიკისთვის და იმახსოვრებენ ყველაფერს, რაც წარმატების მიღწევაში ეხმარებათ

  5. ეგო გონებას გვიბინდავს და მოვლენების სწორად აღქმაში ხელს გვიშლის, იქნება ეს დაგეგმვის პროცესი, რჩევის მიცემა, თუ კრიტიკის მიღება. ეგოს თვითგადარჩენის ინსტიქტის ჩახშობის უნარიც აქვს

  6. როდესაც პირადი დღის წესრიგი გუნდსა და მისიის შესრულებაზე მნიშვნელოვანია, შედეგად აუცილებლად მარცხს ვიღებთ

  7. თემის ირგვლივ მანამდე უნდა ისაუბროთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ გუნდში ყველაზე სუსტსაც კი ესმის, რა არის გასაკეთებელი

  8. ლიდერი მშვიდი უნდა იყოს, მაგრამ არა რობოტული. ემოციების გამოვლენა ნორმალური და ხანდახან აუცილებელიცაა. უნდა ხედავდეს, რომ მათი ლიდერები მათზე და მათ კეთილდღეობაზე ზრუნავს, მაგრამ, ამავდროულად, ლიდერმა ემოციებიც უნდა მართოს. თუ ამას ვერ ახერხებს, როგორ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ საერთოდ რაიმეს ან ვინმეს მართვას შეძლებს?

  9. ლიდერი დეტალებზე ორიენტირებული უნდა იყოს, მაგრამ არა მათით შეპყრობილი. კარგი ლიდერი წვრილმანი ტაქტიკური პრობლემებით არასდროს დაკავდება და სტრატეგიულ გამარჯვებას ყურადღებას არ მოაკლებს

 

ჯოკოს აზრით, ლიდერი უნდა იყოს:

  1. თავდაჯერებული, მაგრამ არა ამპარტავანი

  2. მამაცი, მაგრამ არა სულელურად თავზეხელაღებული

  3.  კონკურენტული, მაგრამ ღირსეულად წამგები

  4. დეტალებზე ორიენტირებული, მაგრამ არა მათით შეპყრობილი

  5. ძლიერი და გამძლეობის მქონე

  6. ლიდერიც და მიმდევარიც

  7. თავმდაბალი, მაგრამ არა პასიური

  8. მიზანმიმართული, მაგრამ არა მბრძანებლური

  9. ჩუმი, მაგრამ არა მდუმარე

  10. მშვიდი, მაგრამ არა რობოტული

  11. გუნდთან ახლოს მყოფი, მაგრამ არც ისე ახლოს, რომ ერთი მეორეზე მნიშვნელოვანი გახდეს, ან რომელიმე გუნდზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც იმდენად ახლოს, რომ მათ დაავიწყდეთ, ვინ არის ხელმძღვანელი

  12. აბსოლუტური პასუხისმგებლობის მქონე, რომელიც დელეგირებით მართავს

P.S. მსგავსი კონტენტი თუ მოგწონს, შეგიძლია ჩემი ყოველკვირეული ნიუსლეთერი გამოიწერო.

Reply

or to participate.