კვირის ჩანაწერები: ცხოვრება შემიცვალა ამ წიგნმა

ტრანსფორმაციული წიგნი

ომარ ნოე წერეთელი

გამარჯობა,

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენს ოჯახებთან ერთად. 🥰 

დღევანდელი მეილი ერთ წიგნს შეეხება, რომელმაც ცხოვრება შემიცვალა.

მინდა გავაზიარო, იქნებ სხვასაც გამოადგეს.

პრინციპში, სიტყვა ,,იქნებ’’ აქ ზედმეტი მგონია.

დარწმუნებული ვარ ბევრს დაეხმარება!

სანამ, საქმეზე გადავალთ, თხოვნა მაქვს.

ბიბლუსის კონკურსში ვიღებ მონაწილეობას. საოცარი წიგნის შესახებ 1 წუთიანი ვიდეო ჩავწერე.

თუ ამ ვიდეოს ბევრი მოწონება და კომენტარი დაუგროვდა - საინტერესო პრიზებს ვიგებ.

გთხოვ, მოიწონე ეს ვიდეო. თუ დააკომენტარებ ხომ საერთოდ მაგრად დამეხმარები:

კვირის აზრი (წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა)

წიგნი დაახლოებით 1

წლის წინ აღმოვაჩინე და 2 საათში წავიკითხე. 

რაც მთავარია, წაკითხვიდან უმოკლეს დროში გავაკეთე ის, რის შესახებაც წიგნი დაჟინებით მოგვიწოდებს.

თან არ დაგავიწყდეს:

იმ პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი. განყოფილების ხელმძღვანელი (პოლიციის კაპიტანი) გახლდით 10 წლიანი ,,სტაჟით’’.

2 წამში აგიხსნი თუ რატომ ვახსენე ჩემი კარიერა . პირდაპირ კავშირშია წიგნთან.

ეს წიგნია ,,Show Your Work!’’. ავტორი - Austin Kleon.

რა არის წიგნის მთავარი გზავნილი:

დიდი ალბათობით ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ. უამრავი შესანიშნავი რაღაც გაქვს სათქმელი საზოგადოებისთვის. იცი კონკრეტული მიმართულება, ხარ ექსპერტი რაღაც საკითხში. ან უბრალოდ ჰობის დონეზე ღრმად მისდევ სხვადასხვა თემას..

წიგნი სვამს შემდეგ კითხვას:

ეს შენი ცოდნა რატომ უნდა დარჩეს ,,ჩრდილში?’’.

რატომ უნდა ,,დამალო’’ ის ღირებული ინფორმაცია, რომელსაც ფლობ. მაშინ როდესაც, შესაძლოა შენმა ცოდნამ/გამოცდილებამ სხვა ადამიანს ცხოვრება შეუცვალოს?

და რაც მთავარია, ამ პროცესმა საბოლოოდ შენი ცხოვრება შეცვალოს!

ავტორი მოგვიწოდებს იმისკენ, რომ ჩვენი სპეციფიკური ცოდნა ინტერნეტის მეშვეობით, საჯაროდ გავაზიაროთ და პერსონალური ბრენდი შევქმნათ.

ძლიერ პერსონალურ ბრენდს კი შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება.

შესანიშნავ დროს აღმოვაჩინე ეს წიგნი:

  • მქონდა სამსახური, სადაც 10 წელი ვმუშაობდი

  • სამსახური ცოტა არ იყოს ყელში მქონდა ამოსული. არ დავმალავ - მეზიზღებოდა

  • სამსახურის გვერდით მინდოდა ჩემი საქმის/ბიზნესის შექმნა, სადაც სულს და გულს ჩავდებდი

ამ წიგნმა ზუსტად ამის შესახებ მომიყვა. 

სამსახურის პარალელურად როგორ შექმნა საქმე (პერსონალური ბრენდი) და როგორ ჩადო მასში სული და გული.

და რაც მთავარია - მოახდინო ამ ყველაფრის მონეტიზება.

თუმცა, თავიდან კითხვები მქონდა:

,,ომარ, კი მინდა ინტერნეტში პერსონალური ბრენდის შექმნა, მაგრამ მე რა ცოდნა მაქვს ისეთი, რომლის გაზიარებით ვიღაცას შეიძლება სარგებელი მოვუტანო. 10 წელია პოლიციაში ვმუშაობ. ვის რაზე უნდა ველაპარაკო. ვის რაში აინტერესებს?’’. 

საბედნიეროდ ამ შეკითხვაზე პასუხი მალე ვიპოვე:

,,ომარ, მთლად ეგრეც არ არის. დაინტერესებული ვარ პიროვნული განვითარებით. ვკითხულობ ბევრს. ბევრი მიღწევა მაქვს ამ ცხოვრებაში. რა მოხდება, თუ ჩემს ამ ცოდნას/გამოცდილებას ინტერნეტში გავაზიარებ? რა მოხდება, თუკი დაიწყებ საუბარს წიგნებზე, პოდკასტებზე?’’

დრო აღარ დავკარგე - ეს ნიუსლეთერი შევქმენი  და მოკლე ვიდეოების დადება დავიწყე ინსტაგრამზე და ტიკტოკზე. 

იუთუბზე პოდკასტი შევქმენი. 

ეს ყველაფერი გარეშე თვალისთვის უცნაურად აღიქმებოდა.

პოლიციის თანამშრომელი ინტერნეტში ვიდეობს დებს. ღმერთო ჩემო რა არასერიოზულობაა.

ჩვენ ხო ,,სერიოზულობა’’ და ,,მჭმუნვარე სახეები’’ გვიზიდავს.

თუმცა, ეს წინაღობა გადავლახე.

კამერასთან გამოჩენის შიში გადავლახა.

წერის შიში გადავლახე.

,,ხალხი რას იტყვი?’’ გადავლახე.

ვერ ვიტყვი ადვილი იყო-მეთქი.

თუმცა, ბოდიში მომითხოვია და ხალხის აზრის ძალიან დიდი დოზით ფეხებზე დაკიდება მოვახერხე.

დღეს უკვე 50 000 + ადამიანი მომყვება სხვადასხვა პლატფორმაზე.

ყოველდღე ათეულობით მადლიერების წერილი/მესიჯი მომდის.

რაც მთავარია, ამ პროცესში ჩემი თავი აღმოვაჩინე.

ჩემმა ,,ციფრულმა მოგზაურობამ’’ და პირადი ბრენდის შექმნის პროცესმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. და ეს ამ წიგნის დამსახურებით მოხდა.

ამას წინათ ვთქვი, რომ ინტერნეტში ბლოგების შექმნა ჩემი ,,უფასო ბილეთი’’ აღმოჩნდა თავისუფლებისკენ-მეთქი!

მჯერა - ინტერენტში ბლოგის/ვლოგის შექმნა და პირადი ბრენდის განვითარება ბევრი ადამიანისთვის არის ხსნა მოსაწყენი სამსახურიდან და თავისუფლებასთან ზიარება!

პ.ს. სამწუხაროდ წიგნი ქართულად არ მოიპოვება. თუმცა, ვინც ნორმალურად იცის ინგლისური ადვილად წაიკითხავს. მარტივი ენითაა დაწერილი. 

ელ. ვერსია მაქვს. თუ გინდა მომწერე და გამოვუშებ.

დღეისათვის სულ ეს იყო.

პატივისცემით,

ომარ ნოე წერეთელი.

პ.ს. გთხოვ, არ დაგავიწყდეს ვიდეოს მოწონება/დაკომენტარება:

Reply

or to participate.