- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- 7 იაპონური კონცეფცია უკეთესი ცხოვრებისთვის
7 იაპონური კონცეფცია უკეთესი ცხოვრებისთვის
გამარჯობა,

ვიცი რომ ჩემგან ყოველ კვირა საღამოს ელოდები ხოლმე მეილს, თუმცა ბოლო პერიოდია რაღაც ზედმეტად დაკავებული ვარ. შესაბამისად, ვეღარ მოვახერხე კვირას გამოგზავნა.
სანაცვლოდ დღეს ვაგზავნი იმას, რაც კვირას უნდა მოსულიყო შენამდე.
ასევე, რაღაცებს ვტესტავ. შეიძლება კვირაში ორჯერაც დავიწყო მეილების დაგზავნა. მოკლედ, ვფიქრობ ამ მიმართულებით.
ეხლა კი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
7 იაპონური კონცეფცია პიროვნული განვითარებისთვის
KAIZEN (改善)
KAI ნიშნავს ,,ცვლილებას’’, ხოლო ZEN - ,,კარგს’’. ეს კონცეფცია გვასწავლის ვეძიოთ მუდმივი სულიერი განვითარება და გავიუმჯობესოთ საკუთარი თავი.
პატარ-პატარა ცვლილებებს მივყავართ დიდი გამარჯვებებისკენ.
IKIGAI (生き甲斐)
მოიცავს ყველაფერს, რაც ჩვენს ცხოვრებას მიზნის პოვნის გზით მატებს სიხარულს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იკიგაი ისაა, რის გამოც ყოველ დილით იღვიძებ და რაც ცხოვრების გაგრძელების მიზეზს გაძლევს.
GAMAN (我慢)
ეს ნიშნავს იყო რთულ დროს მოთმინებით აღსავსე და მშვიდი. გვასწავლის, რომ არ დავკარგოთ ჩვენი ღირსება რა გამოწვევის წინაშეც არ უნდა დავდგეთ.
როგორც მარკუს ავრელიუსი იტყოდა:
,,იყავი, როგორც კლდოვანი კონცხი, რომელსაც ღრიალით აწყდებიან ტალღები, ის კი მშვიდად დგას და მის გარშემო თანდათან ცხრება ბობოქარი წყლის მძვინვარება’’
OUBAITORI (桜梅桃李)
არასდროს შევადაროთ საკუთარი თავი სხვა ადამიანს. ყველა ადამიანის ცხოვრების გზა განსხვავებული და უნიკალურია. შეედარე მხოლოდ შენს გუშინდელ მეს.
როგორც თეოდორ რუზველტი ამბობდა:
,,საკუთარი თავის სხვასთან შედარება ბედნიერების ქურდიაო’’
SHIKITA GA NAI (仕方がない)
ნუ იდარდებ იმ მოვლენაზე, რომელიც შენი კონტროლის მიღმაა. გააცნობიერე, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შენს კონტროლს არ ექვემდებარება.
მათზე ფუჭი დარდის ნაცვლად, შენი ენერგია მიმართე იმისკენ, რისი შეცვლაც შეგიძლია.
ძალიან გავს სტოიკოსების სწავლებას (სტოიციზმის შესახებ უფრო მეტი შეგიძლია აქ ნახო)
Wabi-sabi (侘寂)
ეს კონცეფცია ყველაფერში სიმარტივეს, მინიმალიზმს, ბუნებრივობას, ავთენტურობას ითვალისწინებს. ყველა ადამიანს, მათ შორის შენც, აქვს ნაკლი და ეს ნორმალურია.
Shu-Ha-Ri (守破離)
ეს კოცენფცია საბრძოლო ხელოვნებიდან მომდინარეობს და მოიცავს სამ ფაზას: Shu- დაიცავი წესები; Ha - დაარღვიე წესები; Ri - შექმენი შენი წესები.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ შენი სისტემის და წესების შექმნას დაიწყებდე, მანამდე სხვისგან უნდა ისწავლო და მიიღო გამოცდილება.
საჯარო გამოსვლების ხელოვნება
აქ შევაგროვე 7 საუკეთესო TED ვიდეო, სადაც ექსპერტები საუბრობენ თუ როგორ დავამხეცოთ საჯარო გამოსვლები და მოვიხსნათ დიდ აუდიტორიასთან საუბრის შიში.
სამწუხაროდ ვიდეოები მხოლოდ ინგლისურადაა.
TOP 10 საკვები ტვინის ეფექტური მუშაობისთვის
დენ გო არის მსოფლიოში ერთერთი პოპულარული ე.წ. Performance Coach. მან გამოაქვეყნა ეს სია და გიზიარებთ:
ცხიმიანი თევზი
კვერცხი
საქონლის გულ-ღვიძლი
ბროკოლი, კომბოსტო, ინსპანახი
ყავა და მწვანე ჩაი
კურკუმა
ნებისმიერი სახის კენკროვანი
კეფირი და ბერძნული იოგურტი
შავი შოკოლადი
ნიგოზი.
გაინტერესებს რა მასშტაბის ანალიტიკური გათვლებით გამოირჩევიან ფულიანი ბიძიები?
ტოდ მაკფარლენი გახლავს მსოფლიოში ერთერთი ცნობილი კომიქსების კომპანიის (Image Comics) დამფუძნებელი. ავტორი ისეთი ცნობილი გმირებისა, როგორებიცაა - Amazing Spider-Man; Spawn.
ასევე, ეს კაცი აწარმოებს სათამაშოებს და ამ დარგში ერთერთ გიგანტ კომპანიას ხელმძღვანელობს.
1998 წელს ტოდ მაკფარლენმა ერთერთ აუქციონზე 3 მილიონამდე ამერიკული დოლარი გადაიხადა თავისი საყვარელი სპორტსმენის ბეისბოლის ბურთში.
თუ რატომ გადაიხადა 3 მილიონი დოლარი უბრალო ბურთში წაიკითხე აქ.
დღეს ოთხშაბათია. ამ კვირაში უფრო მეტი დღე ვიმუშავეთ, ვიდრე დარჩა! გილოცავ!
აბა შენ იცი,
ნოე წერეთელი.
პ.ს. გთხოვ, გამიზიარე შენი აზრი დღევანდელ მეილთან დაკავშირებით. მოგეწონა? არ მოგეწონა? ნახე რამე საინტერესო? გამოგადგა რამეში?
ველი შენს გამოხმაურებას. აბა ჰე. ❤️🔥
Reply