არ დაგავიწყდეს ეს (თუ რაიმე მიზნისკენ მიდიხარ)

მსხვეპრლის შეწირვა, ადამ გრანტი, სილვესტერ სტალონე

გამარჯობა, ❤️‍🔥 

დღევანდელ მენიუშია:

  • 30 პოპულარული წიგნი 30 დღე

  • რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ

  • შთამაგონებელი ისტორია სილვესტერ სტალონეს ბიოგრაფიიდან

მაშ ასე, დავიწყოთ!

30 პოპულარული წიგნი 30 დღე

ჩემს ინსტაგრამ გვერდზე დავიწყე ახალი რუბრიკა, სადაც 30 დღის განმავლობაში მიმოვიხილავ 30 პოპულარულ წიგნს.

1 წუთიან ვიდეოებს ვუთმობ თითო წიგნს.

პირველი წიგნის ვიდეო (ადამ გრანტის ,,კიდევ დაფიქრდი’’)

რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ

ნიკ საბანი არის ამერიკული ფეხბურთის ლეგენდარული მწვრთნელი. ერთერთ ინტერვიუში საინტერესო პასაჟი ჰქონდა:

,,ყველა ჩვენგანს გვგონია, რომ ცხოვრებაში მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. ტყუილია. გვყავს ახალი თაობა, რომელიც არ არის შეჩვეული სიტყვა ,,არას’’. მათთვის ყველაფერი ნებადართულია. შესაბამისად, უჩნდებათ ილუზია თითქოს მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ. სიმართლე ერთადერთია - თუ გსურს რაღაც სფეროში მაგარი იყო, მოქმედების მანდამაინც დიდი დიაპაზონი არ გაქვს. ყველაფერს თავისი ფასი აქვს. შენ უნდა გააკეთო არჩევანი, მოუხმო დისციპინას და კონცენტრირდე პროცესზე და არა საბოლოო შედეგზე. ყველას, ვისაც ჰგონია რომ ფართო არჩევანი აქვს მწარედ სცდება. ყველას გვეზიზღება ჩვენი შეცდომების გახსენება, თუმცა ხანდახან ისინი საუკეთესო მასწავლებლები არიან’’.

ნიკ საბანი აქ საუბრობს ერთ ძალიან საინტერესო საკითხზე - წარმატებისთვის საჭირო ფასის გადახდაზე.

საკვანძო საკითხი მგონია.

ჯორდან პეტერსონს აქვს ნათქვამი:

,,აწმყოში რამე ღირებულის დათმობით, მომავალში უკეთესის მიღწევაა შესაძლებელი’’.

მაინც რის დათმობაზე საუბრობს ეს ხალხი? რომელი საფასურის გადახდაზე?

წარმატებას აქვს თავისი ფასი?

და სად გავიგო რა ღირს? იქნება ვიხდი ფულს…

ამ საკითხის გაანალიზება რევოლუციური აღმოჩენაა.

მაგალითად - გიორგის სურს ძიუდოში გახდეს სუპერწარმატებული სპორტსმენი და ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიპოვოს.

მას აქვს ერთადერთი არჩევანი - აქ და ამჟამად უარი თქვას ბევრ ბრჭყვიალა საგანზე. 

სანაცვლოდ, მთელი ყურადღება მომავლისკენ გადაიტანოს.

მას მოუწევს დათმოს ჭამა-სმა, ქალები, მეგობრები, გართობა, კლუბები და ა.შ.

ანუ ეს ყველაფერი საკუთარ მომავალ ,,მეს’’ მსხვერპლად უნდა შესწიროს.

მას მოუწევს თავის მიზნისკენ მიმავალ გზაზე გახდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც სხვები დიდად ვერ უგებენ.

ვერ ხვდებიან თუ რატომ შრომობს ამდენს.

ვერ ხვდებიან ,,რისთვის იკლავს თავს’’.

ჰოდა ეხლა გიორგის მაგალითი გაავრცელე ნებისმიერ სხვა დარგზე.

ყველგან ერთი და იგივე სქემა მოქმედებს:

1. ყოველდღიური მოქმედება

2. შესაბამისი ფასის გადახდა.

ეხლა ისმის კითხვა:

მზად ხარ ამ ყველაფრისთვის? მზად ხარ აწმყოში დათმო რამე ღირებული იმ მოტივით, რომ მომავალში უკეთესს მიაღწიო? მზად ხარ ეხლა გეტკინოს იმისათვის, რომ მომავალში გაიხარო?

კარგი საფიქრალი კითხვაა მიმდინარე კვირისთვის.

შთამაგონებელი ისტორია სილვესტერ სტალონეს ბიოგრაფიიდან

1975 წელს სილვერსტერ სტალონემ დაწერა სცენარი ფილმისთვის ,,Rocky’’.

ჰოლივუდის სტუდიები და პროდუსერები მოიარა, მაგრამ ყველამ უარით გაისტუმრა.

საბოლოოდ, როგორც იქნა ერთი კომპანია დაინტერესდა სახელად - Chartoff-Winkler Productions.

კომპანიამ ერთადერთი პირობა დაასახელა - სტალონეს არ უნდა ეთამაშა როკი ბალბოას როლი.

კომპანიის აზრით, როკის როლში უფრო ცნობილი მსახიობი უნდა ყოფილიყო.

მათ იმდენად არ უნდოდათ სტალონეს ფილმში მონაწილეობა, რომ ამისთვის დამატებით თანხას სთავაზობდნენ.

,,საბოლოოდ 360 000 დოლარს მიმატებდნენ მარტო იმაში, რომ როკის როლი არ მეთამაში’’ - იხსენებს სტალონე.

მოგვიანებით ერთერთ ინტერვიუში, როდესაც სტალონეს კითხეს თუ რატომ არ აიღო ფული, სტალონემ უპასუხა:

,,მანდ ფული არაფერ შუაში იყო. უბრალოდ ჩემი აუხდენელი ოცნების ხორცშესხმა მინდოდა. ყოველთვის მინდოდა ბედი მეცადა დიდ კინოში. შესაბამისად, ვგრძნობდი, რომ ფული რომ ამეღო შემდგომ ამას მწარედ ვინანებდი’’.

მთავარი გაკვეთილი - ყველა ინტერვიუში სტალონე საუბრობს ოცნებების ახდენაზე და პოტენციალის ბოლომდე გამოწურვაზე.

ეს ისტორია რაღაცნაირად შთამაგონებელია.

ჩვენ ხშირად მიწას ვაყრით ხოლმე ჩვენს ოცნებებს, ისე რომ ბოლომდე არ ვიხარჯებით და ჩვენი პოტენციალს ბოლომდე არ ვხარჯავთ.

შესაბამისად, ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ძალისხმევით მივსდევდეთ ჩვენს ოცნებებს და მიზნებს!

დღეისათვის სულ ეს იყო.

სასიამოვნო კვირას გისურვებ

ომარ ნოე წერეთელი.

P.S. გადავწყვიტე უფრო კარგად გავაცნო ჩემი თავი ჩემს გამომწერებს. ეს იმეილის სისტემა რაღაცნაირად უფრო ადამიანური თემა მგონია. უფრო კარგად ვამყარებ კომუნიკაციას ჩემს გამომწერებთან.

ამიტომაც, თუ რამე კითხვა გაქვს ჩემთან და რამე გაინტერესებს (ნებისმიერ თემაზე), გთხოვ, გამომეხმაურო მეილზე.

ყოველ კვირაში 1 კითხვას ავარჩევ და გავცემ პასუხს.

P.S.2. ჩემი წინა ნიუსლეთერი თუ გამოგრჩა შეგიძლია აქ ნახო (ორი თვისება უკიდეგანო წარმატებისთვის)

Reply

or to participate.