- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- წარმატების 13 მთავარი მახასიათებელი
წარმატების 13 მთავარი მახასიათებელი
გამარჯობა, ❤️🔥
პირველ რიგში მინდა მივესალმო ახალ გამომწერებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გაერთიანებაში, სადაც ვაზიარებ ისეთ ინფორმაციას, რომელიც გამოსადეგი მგონია.
გამოსადეგში იგულისხმება - პრაქტიკული ცოდნა, რომელიც 21-ე საუკუნეში დაეხმარება ადამიანს გაიმარჯვოს იმ თამაშში, რომელსაც ცხოვრება ჰქვია!
გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე!
13 მახასიათებლი, რომელიც წარმატებულ ხალხს ახასიათებს!
80-იან წლებში დევიდ ჰემერიმ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა დასვა:
,,ხასიათის რა შტრიხები ქმნის სუპერწარმატებულ ადამიანს?’’.
თავად ჰემერი წარმატებული სპორტსმენი იყო - 1968 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა სირბილში.
მას არ ასვენებდა ერთი შეკითხვა - რა განაპირობებს ინდივიდის წარმატებას?
რა საერთო ნიშან-თვისებებით გამოირჩევა ის ხალხი, რომლებმაც თავიანთ სექტორებში უზომო წარმატებას მიღწია?
ჰემერიმ კარგად იცოდა, რომ თანდაყოლილი ნიჭი დიდ როლს თამაშობს (განსაკუთრებით სპორტში).
მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანის მაგალითი გვაქვს, რომლებსაც თანდაყოლილი ნიჭი აქვთ, თუმცა ხელმოცარულნი არიან.
ასევე, გვყავს უამრავი ადამიანი, რომლებმაც გამოიყენეს თანდაყოლილი ნიჭი და თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწიეს.
ჰემერის აზრით, გამარჯვებისთვის ნიჭი საჭიროა, მაგრამ არასაკმარისია.
ზუსტად აქ ჩნდება შეკითხვა - კიდევ რა ფაქტორებია საჭირო გამარჯვებისთვის?
ჰემერიმ კვლევის ჩატარება გადაწყვიტა.
გამოკითხა 62 სუპერწარმატებული ათლეტი.
Reply