- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- გააკეთე ეს მეტი პროდუქტიულობისთვის
გააკეთე ეს მეტი პროდუქტიულობისთვის
მარტივი ხრიკი
გამარჯობა, ❤️🔥
შეგიძლია აუდიო ვერსიას აქ მოუსმინო.
ხრიკი პროდუქტიულობის ასამაღლებლად
ყველას გვსურს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ.
მოტივირებულები, პროდუქტიულები, ეფექტურები.
ხან გამოგვდის, ხან არა.
ადამიანის ტვინი ერთი დიდი აბურდული და კომპლექსური ნეირონული ქსელია, რომელიც ათასწლეულების მანძილზე ევოლუციურად ვითარდებოდა.
თან ეს ტვინი მიდრეკილია კომფორტისკენ და სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენ.
საკმარისია რაიმე ამოცანა დავისახოთ, ტვინი მაშინვე წინაღობას აღმართავს.
ტვინს არ სურს კომფორტული დივნიდან ადგე და კომფორტის წრე გაარღვიო. დივანზე უსაფრთხოდ გრძნობს თავს.
საბედნიეროდ, არსებობს სხვადასხვა ხრიკები და საშუალებები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა უფრო გაგიმარტივებს საკუთარ თავთან ბრძოლას.
დღეს ერთ-ერთ ესეთ ხრიკზე მექნება საუბარი:
,,გარემოს მოწყობა შენი გამარჯვებისთვის’’.
წარმოიდგინე ხარ ინჟინერი, რომელსაც შეუძლია შენს გარშემო არსებულ სივრცეში პატარ-პატარ ხელოვნური ჩარევებით წინაღობები შეამცირო.
ის წინაღობები, რომლებიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე მრავლად გხვდება.
ერთი საინტერესო სამეცნიერი კვლევა განვიხილოთ:
კვლევა ჰოლანდიაში ჩატარდა დიდი სუპერმარკეტის ქსელში.
მკვლევარებმა მიზნად დაისახეს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება მარტივი და იაფიანი მეთოდებით.
მკვლევარებმა კვირის გარკვეულ დღეებში სუპერმარკეტის ურიკების ფსკერის ნახევარი დაფარეს მიმზიდველი მწვანე ზედაპირით, სადაც დაიტანეს 2 წარწერა:
1. ,,ეს მწვანე სივრცე განკუთვნილია ბოსტნეულის დასაწყობად’’
2. ,,3 ყველაზე გაყიდვადი ბოსტნეულია: კიტრი; ავოკადო და წიწაკა’’
კვირის დარჩენილ დღეებში მკვლევარებმა ურიკებს ეს მწვანე ზედაპირი მოხსნეს და ჩეულებრივ მდგომარეობაში დატოვეს.
მათ აინტერესებდათ ბოსტნეულის გაყიდვებში მიიღებდნენ თუ არა რაიმე სხვაობას.
საბოლოოდ, სხვაობა საგრძნობი იყო.
მწვანე ურიკიან დღეებში მომხმარებლები დაახლოებით 50 %-ით მეტ ბოსტნეულს ყიდულობდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში.
მარტივად ასახსნელია ეს ყველაფერი.
მკვევარებმა ბოსტნეულის ყიდვა გახადეს უფრო მიმზიდველი აქტივობა.
ურიკაში სპეციალურად გამოყოფილი ლამაზი სივრცე და წარწერა, რომელიც მომხმარებელს ეუბნება თუ რომელი ბოსტნეულია ყველაზე გაყიდვადი, ტვინისთვის უფრო მიმზიდველს და მარტივს ხდის ბოსტნეულის შეძენის პროცესს.
შესაბამისად, უნდა შექმნა ისეთი გარემო, სადაც სასარგებლო საქმეების გაკეთება სირთულეებს არ უკავშირდება.
ისეთი გარემო, სადაც წინაღობები მაქსიმალურად შემცირებულია.
ამ ნაწილს ჯეიმს ქლიერის სიტყვებით დავასრულებ:
,,ყველა ჩვევა სიგნალს ეფუძნება, ჩვენ კი უკეთ ვამჩნევთ ისეთ სიგნალებს, რომლებიც რაღაცით გამორჩეულია. სამწუხაროდ, გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, ხელს უწყობს იმას, რომ არ განვახორციელოთ ცალკეული ქმედებები, რადგან ამის მაპროვოცირებელი მკაფიო სიგნალები არ არსებობს. იოლია, არ ივარჯიშო გიტარის დაკვრაში, როცა გიტარა კარადაშია შენახული, არ წაიკითხო წიგნი, როცა წიგნის თარო სასტურმო ოთახის შორეულ კუთხეში დგას, არ მიიღო ვიტამინები, როცა ისინი კარადაში გაქვს შენახული და თვალში არ გხვდება. როცა სიგნალები, რომლებიც ჩვევის ჩამოყალიბებას აძლევს ბიძგს, შეუმჩნეველი ან ფარულია, მათი უგულებელყოფა ადვილია’’.
აქტივობა, რომელიც მომეწონა
რამდენიმე დღის წინ თელავს ვესტუმრე დასასვენებლად.
3 აქტივობა, რომელიც თელავში მომეწონა:
სასტუმრო ზუზუმბოს რესტორანი - კარგი გარემო, ნორმალური ფასი და დიდი პორცია კერძები
თელავის ისტორიული მუზეუმი - ძალიან საინტერესო იყო (გიდი 25 ლარი ღირდა და გირჩევ)
ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი - საინტერესოა + ულამაზესი ეზო ფოტოებისთვის.
დღეისათვის სულ ეს იყო.
კარგ სამუშაო კვირას გისურვებ!
პატივისცემით,
ომარ ნოე წერეთელი
P.S. გადავწყვიტე უფრო კარგად გავაცნო ჩემი თავი ჩემს გამომწერებს.
ამიტომაც, თუ რამე კითხვა გაქვს ჩემთან და რამე გაინტერესებს (ნებისმიერ თემაზე), გთხოვ, გამომეხმაურო მეილზე. ყოველ კვირაში 1 კითხვას ავარჩევ და გავცემ პასუხს.
P.S.2. ჩემი წინა ნიუსლეთერი თუ გამოგრჩა შეგიძლია აქ ნახო
Reply