N4 📚 5 ივლისის ნიუსლეთერი

🤩მოგესალმებით,

რას ნახავთ ამ მეილში?

  • წიგნი, რომელსაც გირჩევთ (,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება’’ მარკ მენსონის ავტორობით );

  • იუთუბ არ჎ი, რომელსაც ხშირად ვუყურებ;

  • შთამაგონებელი ისტორია ფილ ნაითის ბიოგრაფიიდან;

  • ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებთ;

  • რა დავამუღამე ამ კვირაში? 🤨 

წიგნი, რომელიც áƒŹáƒáƒ•იკით჎ე:

,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება’’ მარკ მენსონის ავტორობით. áƒžáƒ”áƒ áƒĄáƒáƒœáƒáƒšáƒŁáƒ áƒ˜ განვითარების ჟანრის ლიტერატურის კითხვა ზოგადად მიყვარს, შესაბამისად, რაიმე ახალი, გახმაურებული წიგნი როდესაც გამოდის, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო. სწორედ ესე აღმოვაჩინე ეს წიგნი თავის დროზე. ავტორის შესახებ მანამდეც ვიცოდი, თუმცა წიგნი New York Times-იქ ბესტსელერი როცა გახდა და მთელი ამბავი შეიქმნა მის გარშემო, მერე წავიკითხე.

ვინ არის მარკ მენსონი? მარკ მენსონი არის ამერიკელი ავტორი, რომელმაც ინტერნეტში მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო მარიტვად - ბლოგერობით. სტატიებს წერდა სხვადასხვა ადამიანურ თემებზე (ძირითადად ქალისა და მამაკაცის ურთიერთობები). მერე მიხვდა, რომ მის ბლოგს ბევრი ადამიანი ეცნობოდა და თუ აზრიანად მიუდგებოდა საქმეს და ბლოგის სტატიებს გააერთიანებდა და სისტემატიზირებას გაუკეთებდა, შესაძლოა ერთი კაი წიგნიც გამოსულიყო. ხოდა ამ გზით წავიდა ეს კაცი და გამოსცა ეს წიგნი. მე ზოგადად მიყვარს მსგავსი ნარატივის კითხვა, ავტორი კაი ძმაკაცივით რომ გელაპარაკება. მითუმეტეს საუბრის თემა თუ საინტერესოა ხომ საერთოდ იდეალურია.

მინდა შემოგთავაზოთ წიგნიდან ამოკრეფილი 7 მთავარი იდეა:

1.უნდა გვიყვარდეს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. იმის სანაცვლოდ, რომ მუდმივად ბედნიერების ძიების პროცესში ვიყოთ და დისკომფორტს ყველანაირ ფასად ვერიდებოდეთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ზრდა/განვითარება ყოველთვის კომფორტის ზონის მიღმა ხორციელდება. შესაბამისად, გაცნობიერებულად დისკომფორტის დაწესება ჩვენი თავისთვის პერსონალური ზრდის საფუძველია;

2.ცხოვრებაში ფასეულობების არჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უნდა მოვახდინოთ ფასეულობების იდენტიფიცირება და შემდგომ ისინი პრიორიტეტის მიხედვით დავალაგოთ. ჩვენი ფასეულობები განსაზღვრავს ჩვენს შემდგომ ცხოვრებას და თითოეულ ჩვენს მოქმედებას;

3.უმნიშვნელოვანესია ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობის აღება (ეს კონცეფცია ძალიან ჰგავს ჯოკო უილინკის წიგნის იდეას). სრული პასუხისმგებლობის აღებით ჩვენ ვაკეთებთ ერთ მნიშვნელოვან რამეს - ხალხს და გარემოებებს ვართმევთ შესაძლებლობას გავლენა მოახდინონ ჩვენს ცხოვრებაზე;

4.გონების გათავისუფლება იმ რაღაცებისგან, რომლებიც რეალურად მნიშვნელოვანი არ არის. ეს იქნება ხალხი რას ფიქრობს ჩვენზე თუ სხვა ამგვარი სულელური შეზღუდვები. სანაცვლოდ ჩვენი ენერგია უნდა მივმართოთ, რეალური, ღირებული საგნებისკენ;

5.ცხოვრებაში გონივრული საზღვრების დაწესება. უნდა ვთქვა ,,არა’’, როდესაც საჭიროა. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც საფრთხე ექმნება ჩვენს ღირებულებათა სისტემას. თუ კონკრეტული ქმედების განხორციელება ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს, მაშინ გონივრული იქნება არ გავაკეთოთ ეს და უარი ვთქვათ;

6.ცხოვრების აზრი მოქმედებაშია. მთავარია პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმა სწორი მიმართულებით და იმ საქმიანობით დაკავება, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას აზრს და მნიშვნელობას სძენს;

7.ჩვენი მოკვდავობის გაცნობიერება. როგორც მენსონი წერს:

,,სიკვდილის სიახლოვის გააზრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ყველა უვარგისი, მყიფე და ზედაპირული ფასეულობისგან გვათავისუფლებს’’.

იუთუბ არხი, რომელსაც ხშირად ვუყურებ:

ზემოთ მარკ მენსოზე ამდენი ტყუილად არ მილაპარაკია. თუ გინდა მის პერსონას უფრო ახლოდან გაეცნო და ამასთან ერთად ულევი სასარგებლო ინფორმაცია მიიღო - ამ კაცს იუთუბ არხიც აქვს თავისი 900 000 + გამომწერიანად.

რატომ ვაზიარებ ეხლა მარკის იუთუბ არხს? ალბათ დააკვირდებოდით, რომ იუთუბს აქტიურად ვიყენებ - იქნება ეს საგანმანათებლო ვიდეოების ყურება თუ აურაცხელი რაოდენობის პოდკასტის მოსმენა. ჩემი ნიუსლეთერი დახუნძლულია ხოლმე იუთუბის ვიდეოებით და პოდკასტებით. ამას აქვს ორი მიზეზი:

  1. იუთუბი დიდი ხანია აღარ არის ,,პრიკოლების’’ და ბუთქუნა, საყვარელი ბავშვების ვიდეოების საყურებელი პლატფორმა. გასართობ ნიშასთან ერთად, მას ასევე აქვს საგანმანათლებლო დანიშნულება. საქართველოში ეს ჯერ ნაკლებად იგრძნობა (შაურმის ჭამის ვიდეოები უფრო პოპულარულია 😄 ), მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენც მალე დავეწევით.

    მაგალითად, იუთუბზე შეხვდებით ნობელიანტი მეცნიერების არხებს, მსოფლიოში საუკეთესო ექიმების არხებს, საუკეთესო მწერლების არხებს, სუპერ წარმატებული ხალხის არხებს. და ეს ხალხი ჩვენთვის დებს ვიდეოებს და სასარგებლო ინფორმაციას გვაწვდის. დღეს იუთუბი არის ცოდნის ამოუწურავი საბადო, რომელსაც თუ არ იყენებ ძალიანაც ცდები!;

  2. რაც მთავარია, ეს რესურსები არიქ უფასოდ. აი უბრალოდ დევს, მიდი და დაავლე ხელი. არავინ არაფერს გეტყვის. 😃 

შთამაგონებელი ისტორია ფილ ნაითის ბიოგრაფიიდან:

1971 წელს ფილ ნაიტი (NIKE-ის დამფუძნებელი მამა) ბუღალტერიას ასწავლიდა პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერთ დღესაც, მან კაფეტერიაში ყური მოკრა სტუდენტი გოგონას საუბარს, სადაც გოგონა ამბობდა, რომ არ ჰქონდა ფული გაევლო ხატვის კურსები. ფილმა ამ გოგონას 35$ მისცა და სანაცვლოდ სთხოვა მისთვის კომპანიის ლოგო დაეხატა.

საბოლოო შედეგი რომ ნახა ფილმა თქვა ,,არ ვიცი მომწონს თუ არა, მაგრამ ალბათ თვალი შეეჩვევა’’. ფილს დიდი დრო არ ჰქონდა ლოგოზე კირკიტში დაეხარჯა - ,,მკაცრი დედლაინი გვქონდა. იმ პერიოდში ხელშეკრულება გავაფორმეთ 3000 ფეხსაცმლის წარმოებაზე. იმ კვირის პარასკევს უნდა დაგვეწყო მუშაობა’’. პარასკევამდე ესაჭიროებოდათ ლოგო. ფილის პარტნიორი ეკითხება - ,,არ მოგწონს ლოგო?’’. ,,აღფრთოვანებული არ ვარ’’ - ფილი პასუხობს, - ,, მაგრამ დროც აღარ გვაქვს, ამ გზით უნდა წავიდეთ’’.

მთავარი გაკვეთილი - რომ არა შეზღუდვები და მკაცრი დედლაინები ჩვენ არასდროს არაფერს გავაკეთებდით. მაგალითისთვის, ჯორჯ ლუკასი ,,ვარსკვლავური ომების’’ სცენარზე წლები მუშაობდა. ,,ვერაფრით მივაწღიე იმ დონეს, რომ აბსოლუტური კმაყოფილი ვყოფილიყავი ჩემი ნამუშევრით’’ - იხსენებს ლუკასი. ,,სცენარის ჩაბარების დედლაინი რომ არ მქონოდა, მგონია დღესაც ფილმის წერის პროცესში ვიქნებოდი’’. შესაბამისად, დედლაინებს ხშირად ჩვენთვის პოზიტივი მოაქვთ და სულაც არ უნდა ვუყუროთ ნეგატიურად.

ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებთ:

,,ერთხელ ვიღაცამ წმინდა ავგუსტინეს ჰკითხა: ,,როგორ მოვიქცე? მე არც თუ ისე განათლებული კაცი ვარ, ასე რომ, თუ შეგიძლიათ, მოკლედ და რამდენიმე სიტყვით მითხარით’’. ავგუსტინემ უპასუხა: მოკლედ მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას - ,,სიყვარული’’. და მაშინ, რაც არ უნდა აკეთოთ, ყველაფერი სწორი იქნება!

თუ გიყვართ, მაშინ, ყველაფერი მართლაც სწორია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყველაფერი არასწორი ხდება. გიყვარდეს, ნიშნავს, იყო ეგოს გარეშე. გიყვარდეს, ნიშნავს იყო ცენტრირებული. გიყვარდეს ნიშნავს, იყო მადლიერი!’’ - ,,მდოგვის მარცვალი’’ ოშო

რა დავამუღამე ამ კვირაში?

ვარჯიშის სამყაროდან - თუ ჩემსავით ჭირივით გეზარება კარდიო ვარჯიში, მაგრამ თვლით მას სავალდებულოდ და ,,საჭირო ბოროტებად’’, გირჩევ შემდეგ რამეს: ბილიკს მიეცი დახრილობა 9 და იარე 4-5 სიჩქარით. კაი რამეა კალორიის დასაწვავად და ჩაგინაცვლებს სირბილს და ეგეთ ,,ბოროტ’’ კარდიოებს.

დღეისთვის სულ ეს იყო. აბა შეხვედრამდე :)

ერთი მარტივი მოქმედებით შეგიძლია მხარი დამიჭერო და გვერდით დამიდგე, რათა გავაგრძელო წერა. მოიწვიე შენი მეგობარი, ვისზეც ფიქრობ რომ გამოადგება მსგავსი სიახლეები პირდაპირ მეილზე მიუვიდეს ❤️ (გაუზიარე ქვედა ლინკი და ეგაა. 10 წამის თემაა). მადლობა ❤️ 

Reply

or to participate.