გამარჯობა,

დამაფიქრებელი ფრაზები:

რეი დალიო წიგნიდან ,,პრინციპები’’

,,თუ საკუთარი წარსულის გადახედვისას არ იტყვით: ,,ოჰ, წინა წელს რა სულელი ვყოფილვარ'', ესე იგი გასული წლის განმავლობაში ბევრი არაფერი გისწავლიათ’’

***

ჯონ აპდაიკი წიგნიდან ,,ბაჭია, გაიქეცი’’

,,სამყარო ასეა მოწყობილი - სწორი გზა თავდაპირველად მცდარი გვეჩვენება. ჩვენი რწმენის გამოსაცდელად’’

გონების საამქროს ახალი ეპიზოდი:

მოუსმინეთ:

რა ვისწავლე წიგნიდან - The Almanack of Naval Ravikant. ავტორი - Eric Jorgenson.

ნავალ რავიკანტი გავლენიანი მეწარმე და მოაზროვნეა.

მისი ხედვა სიმდიდრეზე რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ჩვეულებრივ გვესმის.

ეს არ არის ისტორია მძიმე შრომის შესახებ. ეს არის სისტემა - როგორ გადააქციო შრომა დოვლათად.

ნავალი ამბობს, რომ გამდიდრება არ არის იღბალი. ეს არის უნარების, გადაწყვეტილებების და სწორი ლოგიკის შედეგი.

ის არ გეუბნება „იმუშავე მეტი“. ის გეუბნება, იმუშავე სწორად.

პოდკასტის ამ ეპიზოდში გაიგებთ:

  1. რატომ არ არის დროის გაყიდვა სიმდიდრის გზა

  2. როგორ მუშაობს რეალურად ფინანსური თავისუფლება

  3. რას ნიშნავს გავლენის ბერკეტი და როგორ შეგიძლია მისი გამოყენება

ეს არ არის მოტივაციური ისტორია. ეს არის მოდელი, რომელიც შეგიძლია აითვისო და გამოიყენო.

ისიამოვნე!

მოუსმინე: Youtube-სა და Spotify-ზე.

შეხვედრამდე,

ომარ ნოე წერეთელი

პ.ს. ნავალ რავიკანტის გამდიდრების ალგორითმს მოკლედ, სტატიის სახით, აქ შეგიძლია გაეცნო.

Reply

Avatar

or to participate

Keep Reading