ლეგენდარული წიგნი გამდიდრებაზე

გამარჯობა, ❤️‍🔥

რას ნახავ ამ მეილში?

  • წიგნის განხილვა - ,,ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში’’;

  • პატარა ვიდეო ფინანსების შესახებ.

წიგნი - ,,ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში’’ ჯორჯ სამუელ ქლეისონის ავტორობით

ვინ არის ჯორჯ სამუელ ქლეისონი?

1874 წელს დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლუიზიანაში. დაამთავრა ნებრასკის უნივერსიტეტი და მონაწილეობდა ესპანეთ-ამერიკის ომში.

კარიერის დასაწყისში კოლორადოს შტატში დააფუძნა კარტოგრაფიული ფირმა და გამოსცა ამერიკისა და კანადის პირველი საგზაო ატლასი.

წინამდებარე წიგნი დაბეჭდა 1926 წელს. დიდი პოპულარობით გავრცელდა ბანკირების და სადაზღვეო აგენტების წრეებში.

Goodread-ის რეიტინგი 4.2/5, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

რაზეა წიგნი?

ფულის დაგროვებაზეა.

როგორ გამოვიმუშავოთ უფრო მეტი ფული და როგორ განვკარგოთ პირადი ფინანსები აზრიანად?

და ბაბილონი რაღა შუაშია?

ისტორიულად ბაბილონი არის სიმდიდრისა და ფუფუნების სიმბოლო. ის არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა შეუძლია ადამიანის თავდადებულ შრომას.

ბაბილონი არაფრით იყო გამორჩეული სხვა ქალაქებისგან. მას გააჩნდა მხოლოდ 2 ბუნებრივი რესურსი - ნაყოფიერი მიწა და წყალუხვი მდინარე.

ყველაფერი დანარჩენი ადამიანების თავდადებულმა შრომამ შექმნა.

ავტორს მოჰყავს იგავები ბაბილონის მკვიდრთა ცხოვრებიდან. აცოცხლებს მათ ყოველდღიურობას.

საუბრობს იმ პრაქტიკულ გაკვეთილებზე (დეტალებს ქვემოთ ნახავ), რომლებიც შეგვიძლია ვისწავლოთ მდიდარი ბაბილონელებისგან.

თუ როგორ აგროვებდნენ ისინი დოვლათს იღბლისა და ღმერთების შემწეობის გარეშე.

წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის დავით კენჭაძეს:

,,...წიგნი სავსეა რჩევებით, რომლებიც დაგეხმარებათ გამდიდრებაში. ეს ის წესებია, რომლებსაც დღესაც იცავენ დიდი კაპიტალის მქონე წარმატებული ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი საუკუნის წინ დაიწერა. წიგნში არა მხოლოდ იმაზეა საუბარი, თუ როგორ შეიძლება გამოიმუშავო დამატებითი ფულადი ნაკადები, არამედ არის რჩევებიც, რომლებიც დაგეხმარებათ თავი დაიზღვიოთ როგორც გაკოტრებისგან, ისე ფინანსური პრობლემებისგან’’.

Subscribe to keep reading

This content is free, but you must be subscribed to მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე to continue reading.

Already a subscriber?Sign In.Not now

Reply

or to participate.