ეს წარმატების გასაღები მგონია

რა შუაშია ბრიტანელი ველოსიპედისტები?

ომარ ნოე წერეთელი

კვირის აზრი (პატარა ნაბიჯების ძალა)

ბრიტანეთის ველოსპორტის ფედერაცია 2003 წლამდე ხელმოცარულთა ერთი დიდი გაერთიანება იყო. მათ ახალი დირექტორი დაუნიშნეს სახელად - დეივ ბრეილსფორდი.

ბრიტანელები ისე საშინლად ასპარეზობდნენ, რომ ევროპაში ველოსიპედების რამდენიმე სერიოზულმა მწარმოებელმა, უარი განაცხადა მათთვის ველოსიპედების მიყიდვაზე. ჩვენს ბრენდს დააზიანებსო.

ტურნირების მოგებაზე ხომ საუბარი არ მაქვს. 1908 წლიდან ოლიმპიადაზე ერთი მედალიც კი არ ჰქონდათ მოპოვებული, ხოლო ,,ტურ დე ფრანსი’’ 110 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ მოგებული.

ახლადდანიშნულ დირექტორს ერთი რწმენა ჰქონდა, რომელიც როგორც ბიზნესში, ასევე პირადი ცხოვრების შესანიშნავად მოწყობაშიც კარგად მუშაობს.

დეივ ბრეილსფორდს სჯეროდა საქმეში მცირე გაუმჯობესების ძალის:

,,ეს პრინციპი ემყარება იდეას, რომ თუ მაქსიმალურად დეტალურად გაშლი ყველა იმ კომპონენტს, რომლებიც ველოსიპედის მართვას სჭირდება, და შემდგომ თითოეულს 1 პროცენტით გააუმჯობესებ, ჯამში მნიშვნელოვან ზრადს მიიღებ’’

მისმა გუნდმა ველოსპორტის თემა მარტივ მამრავლებად დაშალა. 

ველოსიპედის ნაწილებით დაწყებული, სპორტსმენების საშეჯიბრო ჩაცმულობით დამთავრებული.

დეივის გუნდმა ველოსპორტის თემა იმ დონეზე ჩაშალა, რომ მასაჟის გელებიც კი შეცვალეს, რომლებიც სპორტსმენების კუნთის აღდგენას უწყობდნენ ხელს.

გუნდის ველოსიპედების გადასაზიდი ფურგონის ინტერიერი თეთრად შეღებეს, რათა შესამჩნევი გამხდარიყო ოდნავი ჭუჭყიც კი, რაც ჩვეულებრივად შეუმჩენეველი იყო, მაგრამ ჩინებულად გამართული ველოსიპედების მუშაობის შეფერხება შეეძლო.

5 წელიწადში ხელმოცარული გუნდი წარმატების მანქანა გახდა.

2008 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლების 60% მოიპოვეს. ეს შედეგი ლონდონის ოლიმპიადაზე კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

2015, 2016, 2017 წლების ,,ტურ დე ფრანსი’’ მოიგეს.

ეს ყველაფერი კი პატარა-პატარა და სწორი ნაბიჯების დამსახურება იყო. 

პატარ-პატარა ნაბიჯებს დიდი ძალა აქვთ. ისინი რთული პროცენტის მსგავსად იზრდება და ბოლოსკენ დიდ წარმატებად გადაიქცევა.

თოვლის გუნდის პრინციპის მსგავსად, ბოლოს ზვავი ხდება.

მათემატიკურად რომ ვთქვათ, თუ ყოველდღე 1%-ით ვითარდება, წლის ბოლოს შენი თავის 37-ჯერ უკეთესი ვერსია იქნები.

ჩვენს ცხოვრებაში მცირე ჩარევებით შეგვიძლია ჩვენი კურსი 180 გრადუსით შევცვალოთ და იმ წარმატებისკენ გავემართოთ, რომელსაც ასე ვეტრფით.

ჩემმა მეუღლემ პოდკასტი დაიწყო.

თუ გაინტერესებს საუბარი ცნობილ ადამიანებთან თვითშემეცნების კუთხით, გამოიწერე ანის პოდკასტი.

1-ლი ეპიზოდი ჰქონდა ეფექტურ კომუნიკაციაზე და მანიპულაციებზე.

კვირის ვიდეო

გამომწერმა მკითხვა:

,,ომარ ერთი რჩევა შეგიძლია მომცე? ზოგადად რაღაც წერტილამდე როგორ უნდა მიხვიდე. ხშირად მაქვს კარგი იდეები მაგრამ ყოველთვის შუა გზაში ვჩერდები. თან რისი გაკეთებაც მინდა ვერასდროს ვაღწევ მიზანს ხოლმე ,
რეალურად პოტენციალი ძაან ბევრ სფეროში მაქვს და ყველაფერი გამომდის რასაც არ უნდა მოვკიდო ხელი’’

აი, რა ვუპასუხე:

კვირის ფრაზა

,,საწოლთან გოგო დგას, მარაოს უნიავებს, როცა შევდივართ, ედი თავს აბრუნებს და გვიყურებს. უკვე ათი დღეა ცოცხალი აღარ არის. ენსმა მიიყვანა აქამდე, ადამიანი ასე სწრაფად ვერ შეიცვლებოდა. ამასაც თუ შეცვლა ჰქვია. მახსოვს, ახალგაზრდობაში მჯეროდა, რომ მხოლოდ სხეული კვდება, ახლა კი ჩემთვის ცხადია, რომ ეს გონების სიკვდილია და, ეს იმ ადამიანების გონების ხვედრია, ვისი ცხოვრებაც მხოლოდ გაჭირვება იყო. ნიჰილისტები ამას აღსასრულს უწოდებენ, ფუნდამენტალისტები - დასაწყისს, სინამდვილეში კი, ადამიანი თავისი სახლის ან ქალაქის მდგმურია მხოლოდ და ბოლოს აქედანაც მიდის’’

ნაწყვეტი ჩემი ერთერთი საყვარელი წიგნიდან - სული რომ ამომდიოდა (უილიამ ფოლკნერი).

მიმდინარე კვირისთვის სულ ეს იყო,

სასიამოვნო სამუშაო კვირას გისურვებ!

ომარ ნოე წერეთელი

Reply

or to participate.