კვირის ჩანაწერები: ეს პრობლემაა

გამოთქმა არასოდეს ისეთი აქტუალური არ ყოფილა, როგორც დღეს

ომარ ნოე წერეთელი

მივესალმები ახალ გამომწერებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! 🥰 

კვირის ჩანაწერების დღევანდელ გამოცემაში ნახავ:

  • კვირის ფილმი

  • კვირის ვიდეო

  • კვირის წიგნი

  • კვირის აზრი

კვირის აზრი (კონცეტრაციის შენარჩუნება)

ძველ რომაულ გამოთქმას გადავაწყდი: 

Age Quod Agis. 

ქართულად ასე ჟღერს: ,,აკეთე ის, რასაც აკეთებ.’’ 

ეს გამოთქმა არასოდეს ისე აქტუალური არ ყოფილა, როგორც დღეს. 

დღევანდელ სამყაროში საქმეზე კონცენტრაცია ჭირს.

ბევრი ყურადღების გამფანტავი საგანია ირგვლივ.

შესაძლოა ადამიანების მარცხის ერთერთი მთავარი მიზეზი სწორედ გაფანტული ყურადღება იყოს.

ვცდილობთ რამდენიმე საქმე ერთდროულად გავაკეთოთ.

ვიყოთ ე.წ. მულთითასკერები.

თუმცა, სიმართლე ის არის, რომ მთავარი საქმე გვერდზე გვრჩება. 

ან ხარისხიანად ვერ ვაკეთებთ.

სხვათაშორის, მეცნიერებას ამაზე უკვე თავისი ნათქვამი აქვს: 

არსებობს ფენომენი სახელწოდებით ,,ყურადღების რადიკალი’’, რომელიც ამბობს, რომ ერთი საქმიდან მეორეზე უცაბედად გადართვას თავისი საფასური აქვს.

ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა, იმ მომენტში ჩვენს IQ-ს 10 ერთეული უჯდება. (ცნობისთვის, მარიხუანას მოწევა IQ-ს 5 ერთეულით ამცირებს).

ერთი საქმიდან მეორეზე გადართვაში იგულისხმება ისეთი მცირე მომენტიც კი, როგორიცაა კონცენტრირებული მუშაობისას ტელეფონში მესიჯის შემოსვლა.

აღარაფერს ვამბობ შემომავალ ზარებზე, ან სამსახურში, როდესაც კოლეგები გახურებული მუშაობის დროს გვეჭრებიან.

სამწუხაროდ, კონცენტრირებული მდგომარეობიდან გამოსვლა უმარტივესია და როგორც მეცნიერები ამბობენ, ისევ სრულ კონცენტრაციას რომ დაუბრუნდე, დაახლოებით 15-20 წუთი გჭირდება.

და გამოსავალი სად არის?

მე ამ 4 რაღაცის გაკეთებას ვცდილობ:

  1. ვცდილობ, ყოველდღიურად მქონდეს ე.წ. დროის ჩაკეტილი ფაზა (Time Blocking). ამ პერიოდში მაქსიმალურად კონცეტირებული ვმუშაობ იმ დღის მთავარ საქმეზე. ტელეფონში ინტერნეტი გამორთული მაქვს და ხმას ჩაწეული. დროის ჩაკეტილი ფაზა განხილვას არ ექვემდებარება. ყოველდღიურად ვასრულებ. მოიცავს დაახლოებით 1-4 საათს. არც მეტი და არც ნაკლები. ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობ არაფერი ვაკეთო, გარდა მთავარი საქმისა.

  1. ვცდილობ საერთოდ არ ვუყურო მოკლე ვიდეოებს და ტიკტოკს. ეხლა ვიცი რასაც გაიფიქრებ. მე ხომ თავად ვაკეთებ მოკლე ვიდეოებს. მე მირჩევნია ჩემმა გამომწერმა საერთოდ არ უყუროს ჩემს მოკლე ვიდეოებს, გააუქმოს ტიკტოკიც და ინსტაგრამიც. სრული სერიოზულობით ვამბობ. იმდენი უარყოფითი მხარე აქვს ტიკტოკს, რომ ფაქტობრივად არ არსებობს არგუმენტი, რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს ეს სოც. ქსელი. მოკლე ვიდეოები არის დროის ფლანგვა და ჩვენი ყურადღების დიაპაზონის (კონცენტრაციის დონის) დაჩლუნგება.

  2. ვვარჯიშობ კონცენტრაციის დონის გაუმჯობესებაში. მაგალითად: თუკი პოდკასტს ვუსმენ, დავინიშნავ ნახევარ საათს და ვიტყვი, რომ ამ დროის განმავლობაში სხვა საქმეზე არ გადავერთვები - არ გავხსნი სხვა ტაბს კომპიუტერში, არ ჩავსქროლავ ტელეფონს და ა.შ. ეს მეთოდი ძალიან ამართლებს. მსგავსი მცირე ვარჯიშებით, კონცენტრაციის დონის გაუმჯობესება შესაძლებელია.

  3. ასევე ძალიან მეხმარება გრძელ მანძილზე სასეირნოდ წასვლა. სამწუხაროდ, არ გამომდის ისე, რომ ტელეფონის გარეშე გავიდე. თუმცა, ინტერნეტი ყოველთვის გამორთული მაქვს. გონება სხვანაირად ნიავდება და ,,მოწყენილობას ეჩვევა’’.

*რეკლამა

რა ვაჩუქო? რა მოსწონს? რა გაუხარდება? იქნებ ეს უკვე აქვს?

ეს კომპანია საჩუქრის შერჩევის პროცესს ამარტივებს. საჩუქარიც არასწორი სიტყვაა რა. უფრო დაუვიწყარ ემოციებს არიგებენ.

რამდენჯერმე შევიძინე ამათგან და 100% რეკომენდაცია ჩემგან.

სცადეთ კომპანია YOLO - განსხვავებული და დასამახსოვრებელი საჩუქრები საყვარელი ხალხისთვის.

კვირის ვიდეო

კვირის წიგნი

კრის ვოსის წიგნს ვკითხულობ ,,არავითარი კომპრომისი’’. კრისი 25 წელი FBI-ის ოფიცერი იყო მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკების კუთხით.

პენსიაზე გასვლის შემდგომ, ეს წიგნი დაწერა. წიგნი მოიცავს მოლაპარაკების ტექნიკებს და საიდუმლოებებს, რომლებიც გამოსადეგია, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში.

წიგნს დეტალურად ვარჩევ და მასზე ვრცელ YouTube ვიდეოსაც გავაკეთებ.

კვირის ფილმი

ფილმი, რომელსაც ხშირად ვუბრუნდები. თუ არ გაქვს ნანახი, შაბათ-კვირისთვის გამოგადგება.

მიმდინარე კვირისთვის სულ ეს იყო.

საუკეთესო სურვილებით,

ომარ ნოე წერეთელი

პ.ს.2. შენ რას იტყვი? რა გიშლის ხელს მობილიზებაში? და როგორ ცდილობ ამის გამოსწორებას?

Reply

or to participate.