- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- კვირის ჩანაწერები: რთული საქმეები და კაფკა პლაჟზე
კვირის ჩანაწერები: რთული საქმეები და კაფკა პლაჟზე
რამდენიმე ხნის წინ, ინგლისური ენის გამოცდაზე გავედი

ომარ ნოე წერეთელი
გამარჯობა,
რას ნახავ დღევანდელ მეილში:
კვირის აზრი რთული საქმეების შესახებ
კვირის ფრაზები
კვირის წიგნი
კვირის აზრი
რამდენიმე ხნის წინ, ინგლისური ენის (IELTS) გამოცდაზე გავედი.
ინგლისური ძალიან კარგად ვიცი. თუმცა, IELTS-ის თავისებურებიდან გამომდინარე, რეპეტიტორთან მისვლა მაინც საჭიროა.
4 სესია ავიღე. რეპეტიტორმა ტესტის თავისებურებები ამიხსნა და აუარებელი მასალა მომაწოდა.
ყოველდღიურად აკეთე ტესტები და როცა მზად იქნები - გადი გამოცდაზეო.
ავიღე 1 თვის ვადა და დღეში 4 ტესტი.
1 თვის თავზე, ანუ ჯამში 120 ტესტის შემდეგ, გავედი გამოცდაზე.
კარგად მახსოვს, როდესაც გამოცდა დაიწყო, უბრალოდ გაოგნებული ვიყავი.
Listening-ის (მოსმენა) ნაწილი დაიწყო - უმარტივესია. ცოტა არ იყოს ეჭვი მიპყრობს.
Reading-ის (წაკითხულის გააზრება) ნაწილი დაიწყო - ესეც ისეთი მარტივია, გეფიცები, ვფიქრობ, შეცდომით რამე სხვა გამოცდაზე ხომ არ მოვხვდი-მეთქი.
თან დავალების პირობას ვუბრუნდები, რამე არასწორად ხომ არ გავიგე-მეთქი. ესე ადვილი რანაირადაა?
ტესტის პასუხები 1 თვის შემდეგ მოვიდა და უმაღლესთან მიახლოებული ქულა ავიღე. ისეთი ქულა, მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში რომ ჭრის.
ის ტესტები, რომლებსაც გამოცდაზე გასვლამდე ვაკეთებდი, მინიმუმ 3-ჯერ უფრო რთული იყო, ვიდრე რეალური გამოცდა.
ისე გამოვიდა, რომ მოსამზადებელი პერიოდი ჩემდაუნებურად უფრო რთულად ვაქციე, ვიდრე რეალური გამოცდა.
სირთულესთან ნებაყოფლობით შეჭიდებამ, საჭირო დროს შედეგი გამოიღო და ერთი შეხედვით სტრესული გამოცდა მანდარინივით გავფრცქვენი (როგორც ჩემი მათემატიკის მასწავლებელი იტყოდა).
ამიტომაც, მჯერა, რომ ცხოვრებაში რთული საქმეები უნდა ვაკეთოთ.
სირთულის ტვირთის ნებაყოფლობით აკიდება, იმ მომენტისთვის გვამზადებას, როდესაც ჩვენს ცხოვრებას მოულოდნელი გამოწვევა ეწვევა.
*რეკლამა
რა ვაჩუქო? რა მოსწონს? რა გაუხარდება? იქნებ ეს უკვე აქვს?
ეს კომპანია საჩუქრის შერჩევის პროცესს ამარტივებს. საჩუქარიც არასწორი სიტყვაა რა. უფრო დაუვიწყარ ემოციებს არიგებენ.
რამდენჯერმე შევიძინე უკვე ამათგან და 100% რეკომენდაცია ჩემგან.
სცადეთ კომპანია YOLO - განსხვავებული და დასამახსოვრებელი საჩუქრები საყვარელი ხალხისთვის.
კვირის წიგნი
ჰარუკი მურაკამის ,,კაფკა პლაჟზე’’ წავიკითხე. ეს წიგნი მოგეწონება, თუ ეძებ ძალიან ჩამთრევ და თავგადასავლებით აღსავსე საკითხავს. ვრცლად წიგნის შესახებ პოდკასტი ჩავწერე:
კვირის ფრაზა
აქ ნახავ ფრაზებს და საინტერესო მომენტებს, რომლებიც ჰარუკი მურაკამის წიგნის ,,კაფკა პლაჟზე’’ კითხვისას მოვინიშნე.
დღეისათვის სულ ეს იყო.
აბა შეხვედრამდე,
ომარ ნოე წერეთელი
P.S. წინა გამოცემა თუ გამოგრჩა - კვირის ჩანაწერები: ცხოვრება შემიცვალა ამ წიგნმა
Reply