კვირის ჩანაწერები: ოცნების კოშკიდან დანარცხება, ლამპიონის ეფექტი

გადავწყვიტე ბრიტანეთში უნდა წავიდე სასწავლებლად-მეთქი

გამარჯობა,

გიგზავნი კვირის ჩანაწერების მორიგ მეილს.

იმედია მოგეწონება.

კვირის აზრი

რამდენიმე წლის წინ დიდის ამბით გადავწყვიტე ბრიტანეთში უნდა წავიდე სასწავლებლად-მეთქი.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 3 უნივერსიტეტი მქონდა დამთავრებული, მაინც ვერ ვისვენებდი. ბრიტანული განათლება მინდოდა (უსარგებლო დიპლომების მოგროვების ექსპერტი ვარ).

აღმოვაჩინე ჩივნინგის სტიპენდია, რომლის მოპოვების შემთხვევაშიც უდანახარჯოდ სწავლობ და ცხოვრობ ბრიტანეთში. 

ეს სტიპენდია ვინც არ იცით, გეტყვით, რომ მის მოსაპოვებლად ნემსის ყუნწში უნდა გაძვრე. 

სტრატეგიული დაგეგმარება ჩემი ძლიერი მხარეა. ჩივნინგის სტიპენდია შემაშინებდა ეხლა?

დავიწყე არნახული კვლევა-ძიების ჩატარება:

  • ოჯახს ფული გამოვართვი: Fiverr-ზე CV პროფესიონალს შევადგენინე და სამოტივაციო წერილები გრამატიკულად გავასწორებინე

  • იუთუბზე ჩივნინგის აწ უკვე წარმატებული სტიპენდიანტების ყველა ვიდეო ვნახე, სადაც რჩევა-დარიგებებს უხვად გასცემდნენ

  • ჩივნინგის საიტი ამოვატრიალე. ასობით სტატია გადავიკითხე

  • დიდი ზამბარიანი ბლოკნოტი ლამის მონიშვნებით გავავსე 

  • ფული ვისესხე IELTS-ზე გასასვლელად

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სტიპენდია ჩემია. რასაც ქვია ჩემოდნებზე ვზივარ და ცალი ფეხით ბრიტანეთში ვარ.

თან ამას ისიც ემატება, რომ სამივე ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ჩამრიცხა. ერთადერთი რასაც ველოდები - სტიპენდიაა.

გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩივნინგიდან მოსული უარის მეილი. გასაუბრების ეტაპზეც კი ვერ გადავედი. მაგრად დამწყდა გული.

ასე ხდება მაშინ, როდესაც ზედმეტ მოლოდინებს ვიქმნით ცხოვრებიდან. 

ტანწერწეტა და მაღალი ოცნების კოშკიდან გადმოვარდნა და დანარცხება უფრო მტკივნეულია ხოლმე.

P.S. კიდევ კარგი არ წავედი სასწავლებლად. ჩემი დიპლომების სიას კიდევ ერთი უსარგებლო ფურცელი შეემატებოდა. ბოლო წლებია შემეცვალა წარმოდგენა უმაღლეს განათლებაზე.

დიპლომი ძალას კარგავს. და ამას შეუძლებელია დაკვრივებული თვალი ვერ ხედავდეს.

*რეკლამა

რა ვაჩუქო? რა მოსწონს? რა გაუხარდება? იქნებ ეს უკვე აქვს?

ეს კომპანია საჩუქრის შერჩევის პროცესს ამარტივებს. საჩუქარიც არასწორი სიტყვაა რა. უფრო დაუვიწყარ ემოციებს არიგებენ.

ხუთჯერ შევიძინე უკვე ამათგან და 100% რეკომენდაცია ჩემგან.

სცადეთ კომპანია YOLO - განსხვავებული და დასამახსოვრებელი საჩუქრები საყვარელი ხალხისთვის.

კვირის აზრი 2

ერთი ესეთი ისტორიაა:

მთვრალი კაცი დაკარგულ გასაღებს ეძებს ლამპიონის შუქის ქვეშ. პოლიციელი მიუახლოვდა, შეეკითხა რას აკეთებო.

,,გასაღებს ვეძებ’’ - უპასუხა კაცმა.

,,აქ დაგივარდა?’’ - ჰკითხა პოლიციელმა.

,,არა, სხვაგან დავკარგე. თუმცა, აქ განათებულია და მაგიტომაც ვეძებ’’ - უპასუხა კაცმა.

საინტერესო ამბავია, არა? ამ მდგომარეობას იუმორით ლამპიონის ეფექტი დაარქვეს.

როდესაც რთულ ცხოვრებისეულ გამოცანებზე პასუხების მოსაძებნად მარტივ გზებს ვირჩევთ, მაშინ როდესაც სწორი პასუხები სულ სხვაგან გველოდება-ხოლმე.

კვირის ემოცია

რამდენიმე კვირის წინ მეუღლის დაბადების დღე იყო.

მინდოდა ორიგინალური და დასამახსოვრებელი საჩუქარი შემეძინა.

ჰოდა, კომპანია YOLO-ში შევარჩიე ძველი ეგვიპტური იეროგლიფებით წერის მასტერკლასი.

2 საათიანი გაკვეთილი ჩაგვიტარეს პირადად ჩვენ ორს.

გვასწავლეს პაპირუსზე წერა და ეგვიპტური იეროგლიფების კითხვა და მათი ისტორია.

ემოციებით დატვირთული წამოვედით და როგორც იქნა თავში დამილაგდა ყველაფერი - ის იეროგლიფები, კაცუნები, კატები და პალმები რას ნიშნავს ფილმებში და მულტფილმებში რომ მინახავს ხოლმე. 😇 

კვირის ფრაზა

,,ჩემი კარიერის განმავლობაში 9 000 სროლა გავაცუდე. წავაგე 300-მდე მატჩი. 26-ჯერ მანდეს გადამწყვეტი ბურთის ჩაგდება და ავაცილე. მთელი ჩემი ცხოვრება მარცხი, მარცხი და მარცხია. სწორედ ამიტომაც გავხდი წარმატებული’’ - მაიკლ ჯორდანი.

აბა შეხვედრამდე,

სასიამოვნო სამუშაო კვირას გისურვებ,

ომარ ნოე წერეთელი


პ.ს.2. გამოუშვი უკუკავშირი. მოგეწონა დღევანდელი მეილი? რამე რეკომენდაცია/რჩევა ხომ არ გაქვს.

Reply

or to participate.