ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ

IQ სრულებით არ განსაზღვრავს ცხოვრებაში წარმატება-წარუმატებლობის კრიტერიუმებს

წაიკითხე, გამოიყენე, გარდაქმენი

მივესალმები ახალ მკითხველს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კვირის ჩანაწერებში. იმედი მაქვს, მოგეწონებათ.

გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე!

კვირის აზრი

დენიელ გოლმენი მე-20 საუკუნის ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგია. 

ამ კაცს ერთი ძალიან საინტერესო თეორია აქვს წარმოებული.

გოლმენის აზრით, გონებრივი განვითარების კოეფიციენტი (IQ) სრულებით არ განსაზღვრავს ცხოვრებაში ადამიანის წარმატება-წარუმატებლობას. 

მისი აზრით, მე-20 საუკუნის მეცნიერება გადაჭარბებულ შეფასებას აძლევდა IQ-ს. მაშინ როდესაც, წარმატების კრიტერიუმები მეტწილად ემოციურ ინტელექტზეა (EI) დამოკიდებული. 

მიუხედავად ამისა, მე-20 საუკუნის მეცნიერება დიდი ხსნის განმავლობაში არაფრად აგდებდა ემოციურ ინტელექტს. 

დღეს კი რეალობა სულ სხვაა - აღიარებულია ემოციური ინტელექტის უმნიშვნელოვანესი ბუნება. 

და მაინც რა არის ემოციური ინტელექტი?

როგორც გოლმენი წერს:

,,ემოციური ინტელექტია: უნარი, საკუთარი თავის წამქეზებელი იყო და ჯიუტად მიიწევდე მიზნისკენ იმედგაცრუების მიუხედავად. აკონტროლებდე იმპულსებს და გადაავადო მიღწეულით სიამოვნების მიღება. გუნება-განწყობა ჩარჩოებში გქონდეს მოქცეული და სასოწარკვეთილებას საშუალება არ მისცე, საღად აზროვნების უნარი დაგიჩლუნგოს, არასოდეს დაკარგო ემპათიის უნარი და იმედი’’

მე ვფიქრობ, ამ განმარტებაში შესანიშნავად არის გადმოცემული 21-ე საუკუნის ადამიანის წარმატების ფორმულა: 

  1. გვქონდეს საკუთარი თავის მოტივაციის უნარი

  2. მარცხის მიუხედავად არ ვნებდებოდეთ და წინ მივიწევდეთ

  3. ვაკონტროლებდეთ იმპულსებს

  4. ჩვენს გუნება-განწყობას ხუთი თითივით ვიცნობდეთ

  5. გვქონდეს მომავლის იმედი.

გოლმენის ნაშრომები ამიტომაც მომწონს. 

ის ძალიან დამაჯერებლად ხსნის იმ ფაქტს, რომ ცხოვრებაში გზის გაკვლევის თემები მეტწილად ადამიანის შიგნით მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული. 

ამ პროცესებს სხვა სიტყვებით ემოციების მართვა და თვითკონტროლი ჰქვია. 

საოცარ რაღაცებს ვეცნობი გოლმების ნაშრომების კითხვისას. თუ დაგაინტერესა ამ თემამ მომწერე და შემდეგ გამოცემებშიც ნელნელა ჩავსვამ ემოციური ინტელექტის შესახებ თემებს. 

ჩემმა მეუღლემ პოდკასტი დაიწყო.

თუ გაინტერესებს საუბარი ცნობილ ადამიანებთან თვითშემეცნების კუთხით, გამოიწერე ანის პოდკასტი.

მე-2 ეპიზოდი მიხეილ ცაგარელთან ჰქონდა.

კვირის ვიდეო

ჩემს პოდკასტში რობერტ გრინის წიგნის ,,ძალაუფლების 48 კანონი’’ მიხედვით, საინტერესო კანონების მიმოხილვა დავიწყე.

აქ ნახავ პირველ კანონს, ხოლო მეორეს - აქ.

კვირის ფრაზა

,,უმრავლესობა ვამაყობთ ცოდნითა და დაგროვილი გამოცდილებით, საკუთარი მოსაზრებისა და შეხედულებებისადმი ერთგულებით. ამ ყველაფერს აზრი აქვს და ნაყოფიც მოაქვს სტაბილურ სამყაროში. პრობლემა ისაა, რომ სინამდვილეში, სწრაფად ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ და შეხედულების ჩამოყალიბებაზე მეტად მისი დროულად გადასინჯვა გვჭირდება’’ - ადამ გრანტი

აბა სასიამოვნო სამუშაო კვირას გისურვებ,

ომარ ნოე წერეთელი

წაიკითხე, გამოიყენე, გარდაქმენი

P.S. როგორ მოგეწონა დღევანდელი მეილი? გაინტერესებს ემოციური ინტელექტის თემები? გამოუშვი პასუხი.

Reply

or to participate.