პოზიტიური აზროვნების ფსიქოლოგია

მითი თუ რეალობა?

გამარჯობა,

პირველ რიგში, სალამი ახალ გამომწერებს! კეთილი იყოს თქვენი შემომატება ჩვენს გაერთიანებაში.

2023 წლის ივნისში შევქმენი ეს ნიუსლეთერი და მაშინ 8 ადამიანი კითხულობდა. ეხლა 1060 ვართ. 🤍 

პოზიტიური აზროვნების ფსიქოლოგია: მითი თუ რეალობა?

დღეს ყველა საუბრობს პოზიტიური აზროვნების მნიშვნელობაზე.

ყოველი მეორე ექსპერტი, ფსიქოლოგი თუ ქოუჩი ამის შესახებ ქადაგებს.

როგორც წესი, როდესაც საზოგადოებაში რაღაც X პოპულარული ხდება, ეს X არ ვარგა.

დიდი ხნის განმავლობაში ,,პოზიტიური აზროვნების ფსიქოლოგიასთან’’ ზუსტად ესეთი დამოკიდებულება მქონდა.

თუმცა, დროთა განმავლობაში აზრი შემეცვალა.

მივხვდი, რომ პოზიტიური აზროვნება სულაც არ არის ხელწამოსაკრავი თემა.

მივხვდი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი ზომიერი დანერგვა სულაც არ არის ცუდი იდეა.

ქვემოთ შევაგროვე ამ თემის შესახებ საინტერესო ხალხის მოსაზრებები.

დარწმუნებული ვარ, მაგრად დაგაინტერესებს.

1.

სტივენ ბარლეტს ყავდა პოდკასტში სტუმრად ცნობილი ფსიქოლოგი მარისა პიერი.

ჰოლივუდის მსახიობები დადიან ამ ქალთან თერაპიაზე.

ის ამბობს:

,,დიახ, პირდაპირ უნდა მოვატყუოთ გონება. პოზიტიური აზროვნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხანდახან ტყუილის ხერხსაც უნდა მივმართოთ... შენი გონების დანიშნულებაა ფიქრი რეალობად აქციოს. ხოლო შენი დანიშნულებაა უკეთესი ფიქრებით გაიჯერო თავი. თითოეულ ფიქრზე, რომელსაც გონებაში შეუშვებ, შენს ორგანიზმს შესაბამისი ფიზიკური და ემოციური პასუხი აქვს. გონება ხშირი გამეორებით სწავლობს. იმდენჯერ უნდა იმეოროთ პოზიტიური აზრები, რომ გონებას არჩევანი აღარ დაუტოვოთ და ისინი რეალობად აქციოს’’

2.

მწერალი ჯეიმს კერი, წიგნში ,,მემკვიდრეობა’’, სადაც აღწერილი აქვს რაგბის ყველა დროის საუკეთესო გუნდის ,,ოლ ბლექსის’’ წარმატების ისტორია, ამბობს, რომ გუნდი აქტიურად იყენებს პოზიტიური ვიზუალიზაციის ტექნიკებს:

 ,,რიჩი მაქიუ (გუნდის კაპიტანი) გრეგ მაქიუს ეუბნებოდა, რომ მუდამ ჰქონდა თან ერთი რვეული. ის მისი სამუშაო დღიური, მტკიცებების, მანტრების, საკუთარი თავისადმი მიწერილი ბარათების, შეგონებების, შეხსენებების, მოლოდინების, ღუზებისა და გრუნტების მთელი ბიბლიოთეკა იქნებოდა.

,,ვიყოთ პოზიტიურები და დავარწმუნოთ ბიჭები იმაში, რასაც ვაკეთებთ’’.

,,ფიზიკური მდგომარეობა არსებითია’’.

,,პოზიტიური ფსიქოლოგიური განწყობა განაპირობებს ჩვენი თამაშის ხარისხს’’

3.

დევიდ ჰემერი თავის წიგნში, სადაც მან 62 სუპერწარმატებული სპორტსმენის წარმატების საიდუმლო გამოიკვლია, წერდა, რომ კვლევაში მონაწილე სპორტსმენების 80%-მა აღნიშნა, რომ ისინი აქტიურად იყენებდნენ ვიზუალიზაციის ტექნიკას.

წარმოიდგენდნენ, თუ როგორ გამოვიდოდნენ შეჯიბრზე.

ნაბიჯ-ნაბიჯ წარმოიდგენდნენ საკუთარ გონებაში ყველა მნიშვნელოვან დეტალს.

შეჯიბრამდე რამდენიმე დღით ადრე მიდიოდნენ იმ ადგილას, სადაც ღონისძიება უნდა გამართულიყო.

მათი ვიზუალიზაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ გულის ცემა რეალურად უჩქარდებოდათ.

,,შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის’’ ამბობდა ჰემერი ,,რომ პიროვნება საკუთარ თავს შინაგანად აჯერებს, რომ მოგება შესაძლებელია. ის მუშაობს, როგორც ფიზიკური პარამატრების გაუმჯობესებაზე, ასევე საკუთარი მენტალური იმიჯის სრულყოფაზე’’.

4.

ბრაიან თრეისი წიგნში ,,აკოცე ბაყაყს’’ წერს:

,,წიგნში ,,ემოციური ინტელექტი’’ დანიელ გოულმენი იმ პროცესის შესახებ წერს, რომელსაც ზოგი ,,ემოციურ თოვლის გუნდას უწოდებს’’. ‘უარყოფითი ემოცია მცირედით იწყება, მაგრამ რაც მეტ ენერგიასა და ყურადღებას უთმობთ, მით უფრო იზრდება. არჩევანი პოზიტიური ფიქრებისა და გრძნობების სასარგებლოდ გააკეთეთ, ნეგატიური კი საშიმშილოდ გაწირეთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი ფიქრები გმართავენ’’

ბიუჯეტური აქტივობა, რომელიც მომწონს

შაბათს ოპერაში ვიყავი. ჩემმა ცოლმა დამაწყებინა სიარული. თავიდან არ მომწონდა. ეხლა მომწონს.

ვინც არ ხართ ნამყოფი გირჩევთ.

ოპერა ,,კარმენი’’ ძალიან მომეწონა. აქედან დაიწყეთ.

და საერთოდაც, ვისაც პაემნის ადგილები ამოგეწუროთ და მოგბეზრდათ კინოში და რესტორნებში სიარული, ოპერა კარგი იდეაა. 😂 

თან ბიუჯეტურია. 25 ლარად 2 ბილეთი მოდის.

ჩემი წინა ნიუსლეთერი თუ გამოგრჩა, შეგიძლია აქ წაიკითხო.

P.S. 👋 ძალიან მიყვარს მკითხველისგან უკუკავშირი. როგორ მოგეწონა დღევანდელი მეილი? რას ფიქრობთ ამ ნისულეთერზე? თუ შეამჩნიე, სახელი დავრქვი გამოცემას - Weekly Wisdom. უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. მგონი ნორმალურია.

გამოუშვი პასუხი. 🙃 

პატივისცემით,

ომარ ნოე წერეთელი

Reply

or to participate.